სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ფულადი ჯილდო წარჩინებული მოსწავლეების, პედაგოგებისა და სკოლებისთვის - რომელ მუნიციპალიტეტებს აქვთ თანხა გამოყოფილი
08-04-2023
-
+


საკანონმდებლო მაცნეზე უკვე ცნობილია, მუნიციპალიტეტები რაში აპირებენ 2023 წლის ბიუჯეტიდან თანხების დახარჯვას. etaloni.ge გთავაზობთ ინფორმაციას იმ მუნიციპალიტეტების შესახებ, რომლებსაც ფულადი ჯილდო აქვთ გამოყოფილი წარჩინებული მოსწავლეების, პედაგოგებისა და კურსდამთავრებულებისთვის.

მცხეთის
მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის საკუთარი სახსრებით განხორციელდება ყოველი სემესტრის ბოლოს საჯარო სკოლების მე-11 და მე-12 კლასის წარჩინებული მოსწავლეების წახალისება 250 ლარის ოდენობის ფულადი ჯილდოთი;

ახმეტის მუნიციპალიტეტის ხელისუფლების  ინიციატივით  ყოველ წელს დაჯილდოვდებიან მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების წარჩინებული კურსდამთავრებულები.

2022-2023 სასწავლო წელს კურსადმთავრებებს გადაეცემათ ფულადი ჯილდო. მათ შორის: ოქროსმედალოსნებს 500 ლარი ვერცხლისმედალოსნებს 400 ლარი. ასევე, წარმატებული პედაგოგები დაჯილდოვდებიან ერთჯერადად 1000 ლარის ოდენობით;

თიანეთის მუნიციპალიტეტი ფულადი ჯილდოთი წაახალისებს წარმატებული სკოლის მოსწავლეების, სტუდენტების და საგანმანათლებლო სფეროში ღვაწლმოსილი პირებს. ფულადი ჯილდოს გარდა განსაზღვრულია სხვადასხვა პრიზები და ფასიანი საჩუქრები. დოკუმენტში თანხის ოდენობა დაკონკრეტებული არ არის;

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გაწერილია, რომ ფულადი ჯილდოთი წახალისებიან ერთიან ეროვნულ და სამაგისტრო გამოცდებზე მოპოვებული 100% გრანტის მფლობელები; ასევე ადგილობრივი საჯარო სკოლების ოქროს და ვერცხლის მედალოსანი მოსწავლეები. თანხა არც აქ არის დაკონკრეტებული;

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების წარმატებული აბიტურიენტები წახალისდება ფულადი ჯილდოთი. 100%-იანი გრანტის მფლობელები - 3000 ლარით. გრანტის მფლობელი აბიტურიენტის სკოლა -1500 ლარით. ოქროს მედალოსანი კურსდამთავრებულები წახალისდებიან 300 ლარით.

ამასთან, მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით,საგანმანათლებლო რესურსცენტრიდან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ფულადი ჯილდო/ფასიანი საჩუქარი გადაეცემა ღვაწლმოსილ,წარმატებულ პედაგოგებს.

თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფარგლებში განხორციელდება 2022-2023 სასწავლო წლის თელავის მუნიციპალიტეტის სკოლების წარჩინებულ კურსდამთავრებულთათვის წახალისება ფულადი საჩუქრით. თანხა დაკონკრეტებული არც ამ შემთხვევაშია, 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება