სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

განთიადის საჯარო სკოლის მოსწავლე რომან სურმანიძეს სასწავლო კურსის წარმატებით დასრულებისთვის სერტიფიკატი გადაეცა
24-03-2023
-
+


ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის საჯარო სკოლის მოსწავლეები განსაკუთრებული აქტიურობითა და სწავლისადმი ინტერესით გამოირჩევიან. 

ისინი სხვადასხვა საინტერესო პროექტსა თუ ღონისძიებაში ხშირად ერთვებიან. ერთ-ერთი ასეთი მოსწავლე რომან სურმანიძეა, რომელიც ამჯერად ონლაინ სასწავლო პროგრამა - „საზოგადოებრივი მონაწილეობა ადგილობრივი განვითარებისთვის“, მონაწილეობდა. მისი წარმატებით დასრულებისთვის მოსწავლეს სერტიფიკატი გადაეცა. 

აღსანიშნავია, რომ ის ბეჯითი, ნიჭიერი და შედეგზე ორიენტირებული მოსწავლეა. 

რომან სურმანიძე, კურსის ფარგლებში, სამოქალაქო მონაწილეობის ინსტიტუციურ მექანიზმებს გაეცნო, მისი სუსტი და ძლიერი მხარეები გაანალიზა. გარდა ამისა, კურსში ჩართულები ადგილობრივ ხელისუფლებასთან და სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებთან ეფექტური თანამშრომლობის და კომუნიკაციის საკითხებს გაეცნენ, რათა უკეთ დაგეგმონ და განახორციელონ მონაწილეობის პროცესები.

კურსის ხელმძღვანელი ლიზი სოფრომაძე, GIPA-ს ლექტორი, რეგიონის განვითარების ცენტრის წარმომადგენელი იყო. 

იხილეთ ფოტო:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

ინსტრუქცია საჯარო სკოლებისთვის - როგორ უნდა დაამატოთ ახალი eschool-ის სისტემაში ფუნქციები

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება