| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქუთაისის N38 საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს, პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში, დაჯილდოვდნენ.
წარჩინებულ მე-10ა კლასის მოსწავლეებს (დამრიგებელი- რუსუდან ნემსაძე)- ბარბარე ლიკლიკაძეს, ლილე აბესაძესა და მათე თვარაძეს და მე-10ბ კლასის (დამრიგებელი - ლალი მილორავა) მოსწავლე მარიამ სანიკიძეს, წამახალისებელი საჩუქარი - პორტაბელური კომპიუტერი საზეიმო ვითარებაში გადაეცათ.
სასკოლო საზოგადოება მოსწავლეებს წარმატებას ულოცავს და მომავალში წინსვლას უსურვებს.
აღსანიშნავია, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მატი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.
იხილეთ ფოტო:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად