სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ტყიბულის N7 საჯარო სკოლის ახალი შენობა საზეიმოდ გაიხსნა
23-03-2023
-
+


ტყიბულის N7 საჯარო სკოლის მოსწავლეები განათლებას კეთილმოწყობილ, თანამედროვე სტანდარტების შენობაში მიიღებენ. 

სკოლის ახალი შენობა საზეიმო ვითარებაში გაიხსნა.

სკოლის კომპლექსი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს პროექტის ფარგლებში აშენდა. მისი პროექტირება-მშენებლობის სამუშაოები 2018 წელს დაიწყო და 2022 წლის დეკემბერში დასრულდა.  

გახსნის ცერემონის სკოლის რუსული ენის მასწავლებელი - დავით შევჩენკო, დაწყებითი კლასების ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი - სოფიო შარვაძე და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის ასისტენტი - ლელა ბოცვაძე ხელმძღვანელობდნენ. ღონისძიებაში ყველა საფეხურის მოსწავლე მონაწილეობდა. მათ მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები წარადგინეს, ასევე, ლექსები წაიკითხეს.

აღსანიშნავია, რომ სკოლის ძველი შენობა 1972 წელს აშენდა,1991 წლის მიწისძვრის შედეგად დაზიანდა და მიენიჭა ავარიული შენობის სტატუსი.

სკოლაში ჩატარებული სამუშაოებით ძალიან კმაყოფილები არიან და ყველას მადლობას უხდიან.

„კიდევ ერთხელ გვინდა მადლობა გადავუხადოთ ყველას, ვისაც მცირედი წვლილი მაინც მიუძღვის აღნიშნული პროექტის განხორციელებაში“,- აღნიშნავენ სკოლაში.

საზეიმო გახსნას სასკოლო საზოგადოებასთან ერთად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ვალერიან გობრონიძე, ქალაქ ტყიბულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ირინე კორძაია,  ტყიბულის N7 საჯარო სკოლის დირექტორი ნანა ბოჭორიშვილი, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორი ლევან სუხიტაშვილი, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი დავით ჩერქეზიშვილი, ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იოსებ რობაქიძე და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.  

120 მოსწავლეზე გათვლილი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ორსართულიანი ძირითადი სასწავლო კორპუსისა და დამხმარე სამსართულიანი შენობისგან შედგება. კომპლექსში, ასევე განთავსებულია მრავალფუნქციური დახურული სპორტული დარბაზი კეთილმოწყობილი გასახდელებითა და საშხაპეებით, რეკრეაციული სივრცე და ღია სპორტული მოედანი ტრიბუნებით. სკოლის სრული ტერიტორია ადაპტირებულია სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის: მოწყობილია პანდუსები, ლიფტები და ადაპტირებული სველი წერტილები.  

ახლა მოსწავლეებს და თანამშრომლებს საშუალება აქვთ ისარგებლონ თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცეებით. სასწავლო ოთახების პარალელურად სკოლაში ფუნქციონირებს: კომპიუტერული ლაბორატორია, ბიბლიოთეკა, მოწყობილია საკონფერენციო და სააქტო დარბაზები, ექიმის და რესურს ოთახები, ადმინისტრაციული სივრცე, სკოლა აღჭურვილია გათბობის, ვენტილაციისა და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების სისტემებით, თანამედროვე სტანდარტების კომპიუტერული ტექნიკით და ინვენტარით. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები დაიწყო - ინსტრუქცია და რეკომენდაციები 

შარშან ადმინისტრაციას 10-ის ნაცვლად 20 პროცენტით გაეზარდა ანაზღაურება და მომდევნო წლის ბიუჯეტიც მზარდია

სკოლებს ახალი უფლებამოსილება მიენიჭათ - მინისტრის ბრძანება ძალაშია

12 ახალი კადრის მისაღებად კონკურსი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა გამოაცხადა - ვადები და დეტალები

„შემოგვაქვს სმარტ-კლასები“... - ახალი სასწავლო წლის ცვლილებებზე მინისტრის განმარტებები

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„მზად ვართ ახალი მწვერვალების დასაპყრობად და ველით დღეს, როდესაც სკოლის ეზოში პირველი ზარი დაირეკება“...

„განსაკუთრებით საამაყოა, რომ ამ საერთაშორისო შეფასების ნაწილი ქალაქ თბილისის N117 საჯარო სკოლაც იყო“
 
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება