სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„მე მიყვარს ქართული - ჩემი სახელმწიფო ენა!“ - კონკურსის 10 გამარჯვებული სტუდენტიდან, ერთი-ერთი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტია
25-04-2018
-
+


საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში პროექტის „მე მიყვარს ქართული-ჩემი სახელმწიფო ენა!“ შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

ღონისძიებას ესწრებოდნენ: გიედრიუს პუოჯუნასი - ლიტვის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი;  ქეთევან ციხელაშვილი - საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში; მიხეილ ჩხენკელი - განათლებისა და მეცნიერების მინისტრი; გიორგი ალიბეგაშვილი - ენის დეპარტამენტის ხელმძღვანელი; გიორგი შარვაშიძე - თსუ რექტორი; ნანა გაფრინდაშვილი - თსუ ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი; დათო ტურაშვილი - მწერალი; მეცნიერები, პროფესორ-მასწავლებლები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები...

კონკურსში საქართველოს 9 სახელმწიფო უნივერსიტეტი მონაწილეობდა.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ღონისძიებას ესწრებოდნენ: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი პროფესორი მერაბ ნაჭყებია, ქართულ ენაში მომზადების პროგრამის პროფესორ-მასწავლებლები: მარინა ჯღარკავა, მადლენა ოჩიგავა და ლანა ნადარეიშვილი. აგრეთვე, კონკურსში მონაწილე სტუდენტები: გოშგარ ჯალილოვი, როვშან ალაზოვი, ემინ ახმედოვი, ნაილა ჰუსეინოვა, ორხან ორუჯოვი, პიუნაი აშიგოვა, შარვან გასანოვა, ფამილ ასლანოვი, ალი ალიევი, ფატიმა ნასიბლი, მინა კამბაროვა, ვუსალ კარანზადე, ზაურ ფახრადოვი, იანდა მარგიევი.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან პირველ ეტაპზე შეირჩა ი. მარგიევის, მ. კამბაროვას, პ. აშიგოვას, რ. ალაზოვისა და ზ. ფახრადოვის ნაწერები.

კონკურსში გაიმარჯვა 10-მა სტუდენტმა, რომელთაც სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს მინისტრებმა: ქეთევან ციხელაშვილმა და მიხეილ ჩხენკელმა, დიპლომები - ენის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, გიორგი ალიბეგაშვილმა.

გამარჯვებულებს შორისაა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი იანდა მარგიევი, რომელიც ეროვნებით ოსი გახლავთ. მას სხვა ჯილდოებსა და სამახსოვრო საჩუქრებთან ერთად, ცნობილმა ოსმა მეცნიერმა, პროფესორმა ნაირა ბეპიევმა პროფესორ ვილია თარგამაძის მიერ ლიტვიდან საგანგებოდ გამოგზავნილი სამახსოვრო საჩუქარი და მილოცვა გადასცა. კონკურსში მონაწილე ყველა სტუდენტმა მადლობის სიგელი მიიღო.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რომელ რეგიონში რამდენი მანდატურის ვაკანსია გამოცხადდა - ჩამონათვალი

იმდენ ფუნქციურ დანამტს მიიღებთ, რამდენ სკოლაშიც მუშაობთ - სამინისტრო დეტალებზე

ბაღების სააგენტო საგანგებო რეჟიმზე გადავიდა - რა იცვლება აღსაზრდელებისთვის 

15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები

თბილისის ბაღების მენიუდან რძე და რძის ნაწარმი ამოიღეს - მიზეზებს სააგენტოში განმარტავენ

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები
სკოლაში ხარობენ მოსწავლეთა წარმატებით და მათ პირველი ადგილის დაკავებას დიდი სიამაყით ულოცავენ
 
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება