სიახლეები
სიახლეები, სამასწავლებლო

„ყველაფერს რომ თავიდან ვიწყებდე, ისევ პედაგოგი გავხდებოდი“,- დირექტორები მოსწავლეებს ურჩევენ, პროფესია ადგილობრივი საჭიროებებიდან გამომდინარე შეარჩიონ
24-03-2023
-
+


პროფესიის არჩევა, ხშირად, რთული და საპასუხისმგებლოა. ადამიანმა უნდა გადაწყვიტოს შესაძლებლობებს რაში გამოიყენებს, სად ხედავს საკუთარ თავს წლების შემდეგ და რამდენად უნდა, რომ მთელი ცხოვრება ერთ პროფესიას ემსახურებოდეს. როგორც წესი, ადამიანები ამ გადაწყვეტილებას სკოლაში სწავლის პერიოდში იღებენ. 

არიან ისეთებიც, ვინც პროფესიის შეცვლაზე და ცხოვრების ახალი ფურცლიდან დაწყებაზე ფიქრობენ. საინტერესოა, დღეს რომ პროფესიას ირჩევდნენ, რა გადაწყვეტილებას მიიღებდნენ ის ადამიანები, ვინც მომავალი თაობის განვითარებაზე ზრუნავენ. 

ამ კითხვით etaloni.ge საქართველოს სკოლების დირექტორებს დაუკავშირდა. 

ნანა ბაკურიძე, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ალვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი:

დღეს რომ პროფესიას ვირჩევდე, ალბათ, ისევ მასწავლებლობას ავირჩევდი. იყო პედაგოგი ნიშნავს, გქონდეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობის გრძნობა, პირველ რიგში, საკუთარ თავთან. კარგი მასწავლებელი კი ვერასოდეს ვიქნები, თუ მოსწავლეები არ მეყვარება. მე ჩემი პროფესიის ერთგული დავრჩებოდი. ვფიქრობ, როდესაც ადამიანს მეგობრული, ჰარმონიული გარემოს შექმნა შეუძლია, ის მასწავლებელი უნდა იყოს. მიმაჩნია, რომ პედაგოგი ყოველთვის უნდა გაიზარდოს. თუ არ განვითარდა, ვერც ასწავლის. მეც, ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ვცდილობ ვისწავლო, გავიზარდო, რათა ჩემი ცოდნა და გამოცდილება მოსწავლეებს გადავცე. მიუხედავად იმისა, რომ პედაგოგები გამოწვევების წინაშე დგანან, ყოველთვის ვცდილობთ, რომ დავძლიოთ, რათა უკეთესი მომავალი აღვზარდოთ. რაც შეეხებათ ახალგაზრდებს, დღეს სკოლაში მასწავლებლის შემოყვანა ძალიან ჭირს, ამიტომაც მოვუწოდებ, რომ ეს პროფესია აირჩიონ. ადამიანი თუ მოინდომებს, ის ყველაფერს მიაღწევს.

კონსტანტინე ხორგუანი, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ არსარვანის საჯარო სკოლის დირექტორი:

გადაწყვეტილებას რომ დღეს ვიღებდე, იმდენად მიყვარს საგანი გეოგრაფია, რომ არჩევანს არ შევცვლიდი, პროფესიის ერთგული - ისევ მასწავლებელი ვიქნებოდი. ახალგაზრდებს ვურჩევდი, არჩევანი წალკის საჭიროებებიდან გამომდინარე გააკეთონ. ასეთი პროფესიაა, მაგალითად, ვეტერინარია, რაც აქ მაცხოვრებლისათვის ბრწყინვალე საქმიანობაა. ასევე, კომპიუტერული ტექნოლოგიები და მსგავსი დარგები. ზოგადად, ძალიან ბევრი წალკელი ისეთ პროფესიას ეუფლება, რაც ხვალ და ზეგ მას არ გამოადგება. ვეტერინარიას იმიტომ გავუსვი ხაზი, რომ აქ მეცხოველეობაა განვითარებული. ამიტომაც, სამუშაოს პოვნა არ გაუჭირდება. ასევეა, კომპიუტერული ტექნოლოგიები.

სიმონ ჩაჩანიძე, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მანდაეთის საჯარო სკოლის დირექტორის მ/შ:

დღეს რომ ვირჩევდე პროფესიას, ისევ მასწავლებელი ვიქნებოდი. 42 წელია, რაც პედაგოგი ვარ. ამდენწლიანი გამოცდილება კი ნიშნავს, რომ ეს პროფესია გიყვარს. მასწავლებლობას იმიტომ ავირჩევდი, რომ ბავშვები, სკოლა და ჩემი სოფელი მიყვარს. თავის დროზე, ეს პროფესია სწორედ ამ ფაქტორების გამო ავირჩიე, თანაც მამაც მასწავლებელი იყო და მისი გზა გავაგრძელე.

არჩილ პაქსაძე, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ კორტოხის საჯარო სკოლის დირექტორი:

სხვა პროფესიას ვერ განვიხილავ, ისევ მასწავლებელი გავხდებოდი. ამის მიზეზი ბავშვების, საქმისა და სკოლის სიყვარულია. ბევრი წელია, რაც ამ პროფესიით ვმუშაობ. სხვათა შორის, ახალგაზრდებსაც ვურჩევ, რომ პედაგოგები გახდნენ. მთის სკოლები ცოტა დაგვეცალა და ამიტომაც ვეუბნები, რომ მასწავლებლობაზე იფიქრონ.

ჯუმბერ ბორჯოდაშვილი, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სიონის საჯარო სკოლის დირექტორი:

პროფესიით ინჟინერი ვარ, სწავლის დამთავრების შემდეგ, 90-ანი წლები იყო, მაშინ ინჟინერი არავის სჭირდებოდა. ამიტომაც მუშაობა სკოლაში დავიწყე და დღემდე მასწავლებელი ვარ. დღეს ვფიქრობ, რომ მაშინ პროფესია არასწორად შევარჩიე. ჯობდა, რომ არჩევანი მაშინვე პედაგოგობაზე გამეკეთებინა. ამიტომ, დღესაც მასწავლებელი გავხდებოდი, ამის მიზეზი ისაა, რომ შევეჩვიე, ბავშვებთან ურთიერთობა მიყვარს და ზოგადად, ხასიათიდან გამომდინარე, ეს პროფესია ჩემთვის შესაფერისია. მე მოსწავლეებსაც ვურჩევ, რომ პედაგოგობაზე იფიქრონ.

მალხას მალხასიანი, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ქარცეფის საჯარო სკოლის დირექტორი:

შეიძლება არჩევანი იურიდიულზე შემეჩერებინა, რადგან მართალა ძალიან მომწონდა და ახალაც მომწონს. საქმიანობას ამ მიმართულებით გავაგრძელებდი, რადგან ადვოკატობა, ხალხის უფლებების დაცვა მომწონს. ახალგაზრდებს ვურჩევდი, რომ გულს მოუსმინონ და არჩევანი ისე გააკეთონ. მიმაჩნია, რომ პროფესია ადამიანის ნაწილი უნდა იყოს. ამიტომაც, რაც მოსწონთ, ის უნდა აირჩიონ.

მაია ხარაიშვილი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ რატევანის საჯარო სკოლის დირექტორი:

ვფიქრობ, ისევ მასწავლებლობას ავირჩევდი, ამის მიზეზი ბავშვებისა და ჩემი საქმის უდიდესი სიყვარულია. მოსწავლეებს ვურჩევდი, მომავალი პროფესია გულით აირჩიონ. გადაწყვეტილება არც ერთ შემთხვევაში, ანგარებით არ უნდა მიიღონ. რასაკვირველია, მათ ის საქმე უნდა აინტერესებდეთ, რისთვისაც ცხოვრების მიძღვნას აპირებენ.

იოსებ შავაძე, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდაჭარის საჯარო სკოლის დირექტორი:

ამ გადმოსახედიდან, ალბათ, ისევ მასწავლებლობას ავირჩევდი. ამის მიზეზი ბავშვებთან ურთიერთობა და სიყვარულია. იმდენი ხანია, რაც სკოლის დირექტორი ვარ, სკოლა სისხლში გამიჯდა, ამიტომაც ყველაფერს რომ თავიდან ვიწყებდე, ისევ პედაგოგი გავხდებოდი. ახალგაზრდებს ვურჩევდი კარგად ისწავლონ, შემდეგ საკუთარ შესაძლებლობებს გადახედონ და არჩევანი ამის მიხედვით გააკეთონ. ბავშვებს ხშირად ვეუბნები, ის საქმე აკეთონ, რომელიც მოსწონთ, უყვართ და გამოსდით. ის პროფესია უნდა აირჩიონ, რაც უყვართ.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

როდესაც გაკვეთილს ვიწყებ და ვუყურებ ბავშვების მომღიმარ სახეებს სულიერ სიმშვიდეს ვპოულობ


სპეცმასწავლებლების საყურადღებოდ - ვის მოუწევს დამატებით შიდა გამოცდის ჩაბარება და რა კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილონ პედაგოგობის მსურველებმა

რომელი კლასების მოსწავლეები გაივლიან ტესტს - სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს
პიროვნება

„მასწავლებელი ანაზღაურებას გაწეული შრომის მიხედვით უნდა იღებდეს, საათობრივი დატვირთვიდან გამომდინარე“ 



სკოლები

როდესაც გაკვეთილს ვიწყებ და ვუყურებ ბავშვების მომღიმარ სახეებს სულიერ სიმშვიდეს ვპოულობ


კენჭისყრის შედეგად კი გამოვლინდა საუკეთესო ნამუშევრები

5 ოქტომბერი მასწავლებლის საერთაშორისო დღეა და მას მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ

მოსწავლეებმა ისაუბრეს იმის შესახებ, რომ ცხოველებს სიცოცხლის ისეთივე უფლება აქვთ, როგორც ადამიანებს

ეს დღე ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო მოსწავლეთათვის

საინტერესო

როდესაც გაკვეთილს ვიწყებ და ვუყურებ ბავშვების მომღიმარ სახეებს სულიერ სიმშვიდეს ვპოულობ


დღეს გაგიზიარებთ 5 რჩევას, როგორ მიიღოთ ეფექტური უკუკავშირი მოსწავლეებისგან 

მოსწავლეებს სწავლის დაწყება ახარებთ, მაგრამ, ამავდროულად, არიან ისეთებიც, ვინც ამბობს, რომ სკოლაში სიარული არ მონატრებია


სიახლეები
საზოგადოება