| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

წამყვანობისა და მენტორობის მსურველი პედაგოგებისთვის პრაქტიკული საქმიანობის დოკუმენტი სკოლებმა უკვე მიიღეს, თუმცა საქმე ის გახლავთ, რომ ამ დრომდე, პედაგოგებმა არ იცოდნენ, რა აქტივობებით შეეძლებოდათ სასურველი სტატუსის მიღება, არადა, პროფესიული უნარების გამოცდი ჩაბარებიდან დაახლოებით 7 თვე გავიდა, სასწავლო წლის დასრულებამდე კი ცოტა დროა დარჩენილი.
აქედან გამომდინარე გაჩნდა ლოგიკური კითხვა - მოასწრებენ კი სტატუსის ამაღლების მსურველი პედაგოგები დოკუმენტით გათვალისწინებული აქტივობების განხორციელებას?
პრაქტიკული საქმიანობის დოკუმენტში განმარტებულია, რომ „პორტფოლიოში უნდა განთავსდეს მოქმედი სტატუსის მოპოვების შემდეგ განხორციელებული აქტივობების დამადასტურებელი მტკიცებულებები“.
ეს კი ნიშნავს, რომ იმ სტატუსიან მასწავლებლებს, რომლებიც გამოცდის ჩაბარების შემდეგ კომპეტენციის ამაღლების მოლოდინში არიან, პორტფოლიოში შეუძლიათ შეიტანონ მოქმედი სტატუსის მოპოვების შემდეგ განხორიციელებული აქტივობები.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
მსოფლიო ისტორიისა და ხელოვნების ინტეგრირებულ გაკვეთილზე მოსწავლეებმა კაცობრიობის ყველაზე ამოუცნობ და საინტერესო ეპოქაში - პრეისტორიაში იმოგზაურეს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა