სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

პროფესია მასწავლებელი - ვარსკვლავები, რომელთა კარიერაც პედაგოგობით იწყება
25-04-2018
-
+


სასკოლო წლები, საყვარელი მასწავლებლები და კლასის ცელქობები ... ვის არ უნატრია იმ დროში დაბრუნება?!  

ახლა წარმოიდგინეთ, სტინგი რომ ყოფილიყო თქვენი ინგლისური ენის მასწავლებელი, ან სილვესტერ სტალონეს ჩაეტარებინა ფიზკულტურის გაკვეთილი.  

მოდით, გავიცნოთ ჩვენი საყვარელი ვარსკვლავები განსხვავებულ ამპლუაში: 

სტინგი 


ლეგენდარული მუსიკოსი, მომღერალი და სიმღერების ავტორი, ოდესღაც,  გორდონ მეთიუ ტომას სამრენის სახელით იყო ცნობილი.  

დღეს უკვე სტინგი, გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, ორი წლის განმავლობაში ინგლისურ ენას ასწავლიდა კერძო სკოლაში.  

სწორედ ამ წლებში მიხვდა, რომ მისი მთავარი მოწოდება მუსიკა იყო და იმ გზას გაჰყვა, რომელმაც მრავალი ჰიტი აჩუქა ერთგულ მსმენელს.  



ჯოან როულინგი 

მსოფლიოს მრავალი მოსწავლისთვის საყვარელი წიგნების - ჰარი პოტერის ისტორიების ავტორმა კარიერა მასწავლებლობით დაიწყო.  

პროფესიით ფრანგულის სპეციალისტი და კლასიკური ფილოლოგიის მცოდნე ჯოანი პორტუგალიაში ინგლისურ ენას ასწავლიდა უცხოელებს.  

მწერლის თქმით, წიგნის მრავალი პერსონაჟი რეალური ადამიანების პროტოტიპია, რომლებიც მასწავლებლობის წლებში გაიცნო. 



სილვესტერ სტალონე 

ბავშვობა და ახალგაზრდობის წლები მისთვის ბედნიერი არ ყოფილა. მშობლების დაშორების შემდეგ, რთულად აღსაზრდელთა სკოლაში მოხვდა, მოგვიანებით კი, მომავალი მსახიობი და  კინორეჟისორი სწავლას შვეიცარიაში არსებულ ამერიკულ კოლეჯში აგრძელებს, სადაც ფიზკულტურის გაკვეთილებს ატარებს.  

პარალელურად, მომავალი ვარსკვლავი „როკი“ თეატრალურ დადგმებში მონაწილეობს. ამერიკაში დაბრუნებული კი, საბოლოოდ უკავშირებს საკუთარ ცხოვრებას კინოს.  



თქვენ რა გსმენიათ ასეთ მასწავლებლებზე? 

საკუთარი ცოდნა კომენტარებში გაგვიზიარეთ.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება