სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

საბეჭისის საჯარო სკოლის გოგონათა გუნდი მაგიდის ჩოგბურთში, რეგიონალური ჩემპიონატის გამარჯვებულია
15-03-2023
-
+


წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ საბეჭისის საჯარო სკოლაში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. პედაგოგები, დირექტორის - რამაზ ხინიკაძის ხელმძღვანელობით, მოსწავლეებს სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებებში რთავენ და მათ მოტივირებას მრავალფეროვანი აქტივობებით ცდილობენ, რაც, რა თქმა უნდა, მოსწავლეთა მიღწევებზეც აისახება. 

საბეჭისის საჯარო სკოლის გოგონათა გუნდმა მაგიდის ჩოგბურთში, რეგიონალურ ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა. 

რეგიონალური ჩემპიონატი 12 მარტს, ქალაქ რუსთავში მოსწავლეთა შორის გაიმართა.

სკოლის დირექტორი რამაზ ხინიკაძე მოსწავლეთა წარმატებით ამაყობს, მათ გამარჯვებას ულოცავს და შემდგომ წინსვლას უსურვებს. 

„მარჯვედ გავჰკარით, ხელი ჩვენ ჩოგანს...

ტოლი არ დაუდეთ ქართლში არცერთ სკოლას...

ჩემპიონები ვიღებთ მილოცვას...

საქართველოზე ვაგრძელებთ ბრძოლას!!!!...

„12 მარტს ქ. რუსთავში გაიმართა რეგიონალური ჩემპიონატი მაგიდის ჩოგბურთში მოსწავლეთა შორის (გოგონები და ბიჭები) სადაც ჩვენ, წალკის რაიონის საბეჭისის გოგონათა გუნდმა მიიღო მონაწილეობა და მიაღწია უდიდეს წარმატებას, მიუხედავად იმისა, რომ მცირე კონტიგენტიანია... დავამარცხეთ მარნეულის, გარდაბნის და ფინალში ქ.რუსთავის 5-ე საჯარო სკოლა დაძაბულ ბრძოლაში!!!... ვულოცავ, ჩემს უნიჭიერეს გოგონებს, დედოფლებს, ამ გამარჯვებას და ვუსურვებ შემდგომ ეტაპზე წარმატებებს!!.. 1) ნინო ხინიკაძე. 2) სოფო შავაძე. 3) თამუნა ხინიკაძე. 4)თამარ ხინიკაძე“,- ვკითხულობთ დირექტორის წერილში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება