სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს ალკალას უნივერსიტეტის პროფესორი და განათლების ცენტრ „იბერიას“ დამფუძნებელი ესტუმრნენ
24-04-2018
-
+


სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ ზურაბ ხონელიძეს ალკალას უნივერსიტეტის პროფესორი, მიგელ ფელიპე კამბასი და ასოციაცია ქართულ-ესპანური სავაჭრო პალატის დამფუძნებელი და დირექტორი, ესპანური კულტურისა და განათლების ცენტრ „იბერიას“ დამფუძნებელი, ქეთევან გორგილაძე ესტუმრნენ.

შეხვედრას ესწრებოდნენ: სსუ-ის ხარისხის მართვის სამსახურის უფროსი, ასოცირებული პროფესორი - რომეო გალდავა, სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი მარიამ მირესაშვილი, სასწავლო-სამეცნიერო პროცესის მატერიალური და ფინანსური უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი ვახტანგ ანთია, ენების ცენტრის უფროსი, ასოცირებული პროფესორი - მაია დარასელია; რექტორის თანაშემწე - თინათინ გაბედავა.

შეხვედრის ფარგლებში საუბარი უნივერსიტეტის სამომავლო გეგმებზე, საუნივერსიტეტო დიპლომატიაზე, საერთაშორისო ასპარეზზე უნივერსიტეტის როლის გაზრდასა და საერთაშორისო განათლების სფეროში მიმდინარე მოვლენებზე შედგა.

მიგელ ფელიპე კამბასმა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული კავშირების გაღრმავებასა და ახალი პროექტების ერთობლივ დაგეგმვაზე მზადყოფნა გამოთქვა. ისაუბრა, რომ სსუ-სა და ესპანეთის ქ. ალკალას უნივერსიტეტებს შორის უნდა შეიქმნას ერთობლივი პროგრამები, გაიცეს ორმაგი დიპლომები.ალკალას უნივერსიტეტსა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის უკვე არსებობს ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი და წარმატებით ხორციელდება ერასმუს+ KA107 გაცვლითი პროექტი, რომელსაც კოორდინაციას უწევს, ასოც. პროფესორი მაია დარასელია. 

გასული წლის შემოდგომის სემესტრში მობილობით გაემგზავრა ალკალას უნივერსიტეტში სსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მაგისტრანტი თამთა ბერიძე, ხოლო მიმდინარე წლის მაისის თვეში ალკალას უნივერსიტეტში სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში, აკადემიური და ადმინისტრაციული მობილობით მიმემგზავრება სსუ-ს სამი ასოცირებულმა პროფესორი. ასევე, დაგეგმილია ოთხი ესპანელი პროფესორის ვიზიტი სსუ-ში, რომლებიც ხუთი დღის განმავლობაში წაიკითხავენ ლექციებს განათლების, მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტებზე.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რომელ რეგიონში რამდენი მანდატურის ვაკანსია გამოცხადდა - ჩამონათვალი

იმდენ ფუნქციურ დანამტს მიიღებთ, რამდენ სკოლაშიც მუშაობთ - სამინისტრო დეტალებზე

ბაღების სააგენტო საგანგებო რეჟიმზე გადავიდა - რა იცვლება აღსაზრდელებისთვის 

15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები

თბილისის ბაღების მენიუდან რძე და რძის ნაწარმი ამოიღეს - მიზეზებს სააგენტოში განმარტავენ

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები
სკოლაში ხარობენ მოსწავლეთა წარმატებით და მათ პირველი ადგილის დაკავებას დიდი სიამაყით ულოცავენ
 
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება