სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის „ახალგაზრდა ისტორიკოსთა ლიგამ“ ივანე ჯავახიშვილის დაბადების დღისადმი მიძღვნილი საღამო გამართა
24-04-2018
-
+


სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე არსებულმა „ახალგაზრდა ისტორიკოსთა ლიგამ“ უდიდესი ქართველი მამულიშვილის, ქართული უნივერსიტეტის დამაარსებლის, აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის დაბადების დღისადმი მიძღვნილი საღამო გამართა. 

მათ დარბაზს ივანე ჯავახიშვილის წიგნები (შეზღუდული რაოდენობით) და მისი წიგნების ენციკლოპედიური ლექსიკონი წარუდგინეს, რომლის შედგენაშიც სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, ისტორიკოსმა ზურაბ პაპასქირმაც მიიღო მონაწილეობა.

შეხვედრა გახსნა უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ.

ღონისძებას ესწრებოდნენ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი მერაბ ნაჭყებია; ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები. 

ღონისძიება მიჰყავდა ახალგაზრდა ისტორიკოსთა ლიგის პრეზიდენტს, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტს, ხატია ჯალაღონიას. 

გამოჩენილი ქართველი ისტორიკოსის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ მოხსენებები წაიკითხეს: პროფესორმა ზურაბ პაპასქირმა - „ივანე ჯავახიშვილი ქართული ისტორიოგრაფიის მამამთავარი“ და ასოცირებულმა პროფესორმა ლია ახალაძემ - „ივანე ჯავახიშვილის წყაროთმცოდნეობითი კვლევა“. 

პროფესორებმა სტუდენტებსა და დამსწრე საზოგადოებას არაერთი საინტერესო დეტალი გააცნეს დიდი ქართველი ისტორიკოსის ცხოვრებიდან, ისაუბრეს მის ღვაწლზე უნივერსიტეტის დაარსების საქმეში და იმ წინააღმდეგობებსა და სირთულეებზე, რაც ამ მიზნისკენ სწრაფვაში შეხვდა და გადაიტანა დიდმა ქართველმა მამულიშვილმა.

ღონისძიების დასასრულ „ახალგაზრდა ისტორიკოსთა ლიგის“ ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი კაცია გამოვიდა ინიციატივით, რომ ივანე ჯავახიშვილის დაბადების დღეს უფრო მეტი სიმბოლური დატვირთვა მიენიჭოს და 23 აპრილი გამოცხადდეს ქართველ ისტორიკოსთა დღედ. ამ ინიციატივის გასაჯაროებასა და ადრესატამდე მიტანაში სტუდენტებს ლექტორებმა თანადგომა გამოუცხადეს.

ღონისძიების დასრულების შემდეგ „ახალგაზრდა ისტორიკოსთა ლიგის“ წევრები უნივერსიტეტის ეზოში ივანე ჯავახიშვილის ძეგლთან შეიკრიბნენ, პატივი მიაგეს დიდი ქართველი მამულიშვილის ხსოვნას და მისი საფლავი ყვავილებითა და გვირგვინით შეამკეს.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რომელ რეგიონში რამდენი მანდატურის ვაკანსია გამოცხადდა - ჩამონათვალი

იმდენ ფუნქციურ დანამტს მიიღებთ, რამდენ სკოლაშიც მუშაობთ - სამინისტრო დეტალებზე

ბაღების სააგენტო საგანგებო რეჟიმზე გადავიდა - რა იცვლება აღსაზრდელებისთვის 

15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები

თბილისის ბაღების მენიუდან რძე და რძის ნაწარმი ამოიღეს - მიზეზებს სააგენტოში განმარტავენ

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები
სკოლაში ხარობენ მოსწავლეთა წარმატებით და მათ პირველი ადგილის დაკავებას დიდი სიამაყით ულოცავენ
 
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება