| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქალაქ რუსთავში არსებული კერძო სკოლა „მილენიუმი“ მონაწილეობს ლონდონის საერთაშორისო-სამეცნიერო კონფერენციათა ციკლში - „შეიმეცნე შენი სამშობლო“ და პროექტში „მამულიშვილი“.
აღნიშნული კონფერენცია ემსახურება კულტურულ, ეროვნულ და მეცნიერულ მიზნებს და აერთიანებს უცხოეთში თუ საქართველოში მცხოვრებ მოსწავლეებს. კონფერენციის ფარგლებში, იმართებოდა საინტერესო შეხვედრები სხვადასხვა ცნობილ მკვლევართან და მიმდინარეობდა ლექციები საკონფერენციო თემატიკასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
სკოლა „მილენიუმის“ მოსწავლეები მიმდინარე სასწავლო წლიდან აქტიურად ჩაერთვნენ კონფერენციაში და ორგანიზატორების მიერ დაგეგმილ სხვა პროექტებში.
„მილენიუმელების“ მიერ წარდგენილი თემებია - „მეხილეობა საქართველოში“, „ფშავ-ხევსურული მითოლოგია“, „ნადირობის კულტი ქართულ მითოლოგიაში“, „ლადო აღნიაშვილის ცხოვრება და მოღვაწეობა“.
მოსწავლეები დიდი მონდომებით შეუდგნენ მუშაობას და სამეცნიერო სივრცეში მათი პირველი ნაბიჯებიც ძალიან წარმატებული აღმოჩნდა. ამ წარმატების აღსანიშნავად სკოლა „მილენიუმს“ ეწვია კონფერენციის თავმჯდომარე და დიპლომებით დააჯილდოვა მონაწილე მოსწავლეები და მასწავლებლები.
იხილეთ ფოტო:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
მასწავლებლობა მხოლოდ საგნის სწავლება კი არა, სულის ძერწვის ხელოვნებაა
მოზარდი, რომელმაც თბილისში ერთი ადამიანი დაჭრა, დაკავებულია - დანაშაული 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს
პირველი უქმე დღე სკოლებისა და ბაღებისთვის ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წლის დაწყებიდან - 14 ოქტომბერი დასვენებაა
მასწავლებლობა მხოლოდ საგნის სწავლება კი არა, სულის ძერწვის ხელოვნებაა
მასწავლებლობა მხოლოდ საგნის სწავლება კი არა, სულის ძერწვის ხელოვნებაა