სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ცოდნისკარის საჯარო სკოლის მოსწავლეები რობოტიკისა და ტექმეწარმეობის მიმართულებით ტრენინგებს გაივლიან
27-02-2023
-
+


ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ცოდნისკარის საჯარო სკოლის მოსწავლეებს პროგრამის - „რობოტიკისა და ტექმეწარმეობის სკოლა“ ფარგლებში ტრენინგები ჩაუტარდებათ. 

სკოლის კომპიუტერული ტექნოლოგიის პედაგოგის -  ხათუნი ასანიძის აქტიურობით, სკოლამ მონაწილეობა მიიღო საქართველოს მასშტაბით გამოცხადებულ კონკურსში.

პროგრამას - „რობოტიკისა და ტექნოლოგიური მეწარმეობის სკოლა“ ამერიკის საელჩოს „ალუმნი საგრანტო პროგრამის“ ფარგლებში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური მეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრი, „ფაბლაბთან„ ერთად, ახორციელებს. პროგრამა მიზნად ისახავს უფროსკლასელებში საინჟინრო და ტექნოლოგიური დარგების პოპულარიზაციას.

დასრულდა მონაწილეთა შერჩევის პროცესი და რამოდენიმე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას შორის ცოდნისკარის საჯარო სკოლაც შეირჩა.

პროექტის ფარგლებში ტრენინგები ჩატარდება. 

საჯარო  სკოლიდან 24 აპლიკაცია შეივსო და მოსწავლეებს საშუალება მიეცათ ცოდნა აიმაღლონ სამი მიმართულებით - ესენია რობოტიკის საფუძვლები, გრაფიკული დიზაინი და დრონების პროგრამირება. კონკურსის წარმომადგენლების მიერ შეირჩა სკოლის 5 მოსწავლე - ალექსანდრე კვიჟინაძე, ანა ჯალიაშვილი, სალომე გოგოლაძე, ნათია შუბითიძე, ლუკა კორაშვილი. 

ცოდნისკარის საჯარო სკოლაში სიახლე ახარებთ და რობოტიკის, ტექმეწარმეობისა და ციფრული ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით, მნიშვნელოვანი სამომავლო გეგმები აქვთ.

„ძალიან გახარებული ვარ... საკონტაქტოდ შევქმენით  მესენჯერგუნდი და „თიმსის“ ჯგუფი სადაც უკვე შეხვედრაც გავმართეთ. პროექტის ფარგლებში, საინფორმაციო შეხვედრაც ჩატარდა, რომელსაც ანი ჩიკვაიძე უძღვებოდა.

მიღებულია ახალი გამოწვევა. მოსწავლეები გაივლიან თითოეულ მიმართულებაზე ტრენინგებს შემდეგ სასკოლო სივრცეში მენტორობას გაუწევენ კლუბებს და დავნერგავთ და განვავითარებთ რობოტიკას, ტექმეწარმეობას  და ციფრულ ტექნოლოგიას როგორც სკოლაში, ასევე ცოდნისკარის სათემო ერთეულში.  მადლობა პროექტის ორგანიზატორებს ამ შესაძლებლობისათვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება