სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის პედაგოგთა გაკვეთილებს ქოუჩ-ტრენერი დააკვირდა
24-02-2023
-
+


ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეები მასწავლებელთა ხელმძღვანელობით, საინტერესო და საგანმანათლებლო პროგრამებში აქტიურად ერთვებიან. სკოლა ასევე ნაყოფიერად თანამშრომლობს საბაზისო პროგრამასთან. 

პროგრამის ფარგლებში სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს, ქოუჩ-ტრენერი, აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი - იაგორ ბალანჩივაძე სტუმრობდა. ის Vბ კლასის (მასწავლებელი დარეჯან ლაჭყეპიანი), Vგ კლასის (მასწავლებელი დოდო ხაჩიძე), IVბ კლასისა (მასწავლებელი ირმა გურეშიძე) და IIIბ კლასის (მასწავლებელი აზა ნაფეტვარიძე) მოსწავლეებსა და პედაგოგებს გაკვეთილზე დაესწრო და სასწავლო პროცესს დააკვირდა. 

მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ საგაკვეთილო პროცესში და შესაძლებლობები გამოავლინეს.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, გაკვეთილების შემდეგ პედაგოგებმა ჩატარებული გაკვეთილის რეფლექსია გააკეთეს და სტუმრისგან უკუკავშირი მიიღეს.

„წარმატებებს ვუსურვებთ პროექტსა და ჩვენს პედაგოგებს!“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

მსგავსი შეხვედრები და გაკვეთილები მოსწავლეთა ჩართულობასა და მოტივაციას ზრდის.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში

ინფორმაცია გამოცდაზე გასვლის მსურველი მასწავლებლებისთვის - რა დოკუმენტი უნდა წარადგინოთ 6 ნოემბრამდე და ვის ეხება NAEC-ის განცხადება

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება