სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

კალის საჯარო სკოლის მოსწავლე გიორგი მარგველანმა ორენოვანი წიგნი თარგმნა
24-02-2023
-
+


მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ კალის საჯარო სკოლაში დიდი ყურადღება ექცევა უცხო ენების შესწავლას, სწორედ ამ მიზნით, რუსული ენის მასწავლებელმა, მერვეკლასელ გიორგი მარგველანს რუსულ და გერმანულენოვანი წიგნის - „სიყვარულის რადიაცია“, თარგმნა დაავალა.

გიორგი გვიყვება, რომ დავალება მოიცავდა არა მხოლოდ წაკითხვას, არამედ თარგმნასაც... თუმცა მოსწავლემ დაკისრებულ დავალებას საკმაოდ კარგად გაართვა თავი და გვიყვება, თუ რა იდეის მატარებელია ქართველი ექიმის, აკადემიკოსისა და უკვე მწერლის - ოთო სიჭინავას ნაწარმოები.

„მცირე მოცულობის რეალურ სინამდვილეზე აგებული წიგნი იმდენად საინტერესოა, რომ ვერც გავიგე, თუ როგორ გავიწაფე კითხვაში და გავიგე ის, რაც მინდა, რომ ბევრმა სხვამ, განსაკუთრებით ჩემმა თანატოლმა იცოდეს:

ავტორი ოთო სიჭინავა დოკუმენტებზე დაყრდნობით წერს ატომური ენერგიის გამოყენებაზე მომუშავე მეცნიერებზე, მათ შორის ენრიკო ფერმზე, ატომური ენერგიის გამოყენებაზე მომუშავე პირველ იტალიელ მეცნიერზე, რომელიც მოგვიანებით მასთან ერთად მომუშავე საყოველთაოდ ცნობილ მეცნიერებთან ერთად, რომელთა შორის აინშტაინი იყო, იმაზე ოცნებობდნენ, ამ გასაოცარ ენერგიას თუ როგორ გამოიყენებდნენ პირველ რიგში სოფლის მეურნეობის ასაყვავებლად და შემდეგ სამედიცინო სფეროს ისე მოსაწყობად, რომ უმძიმეს დაავადებებს განკურნავდნენ და ადამიანების ცხოვრების ხანგრძლივობას გაზრდიდნენ...

ხომ ამბობენ, ვეცადე, როგორც უკეთესი იყო და გამოვიდა, როგორც ყოველთვისო... მოკლე ხანში მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების მეცნიერები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ატომური ენერგიის არა კაცობრიობის საკეთილდღეოდ, არამედ მისი მომაკვდინებელი იარაღის „გულანისთვის“ გამოსაყენებლად...

საბჭოთა იმპერიამ განსაკუთრებით გამოიჩინა თავი. ატომურ ენერგიაზე მომუშავე მეცნიერთაგან ბევრი გადმოიბირა, სხვები ან მოისყიდა, ან „მოიტაცა“- ჩამოიყვანა საბჭოთა კავშირში, კერძოდ სოხუმის ფიზიკა-ტექნიკურ გასაიდუმლოებულ ინსტიტუტში, რომელიც აგუძერაში მდებარეობდა და იქ ამუშავებდნენ...

სწორედ აქ ვითარდება მოვლენები და ოთო სიჭინავა მხატვრულად აღწერს ისტორიულ ფაქტს, როგორ შეუყვარდათ ერთმანეთი გერმანელი მეცნიერის გოგონას და ადგილობრივ ვაჟს, რომლებიც ერთსადაიმავე სკოლაში სწავლობდნენ.

წიგნის ღირსება ის არის, რომ ჩაგითრევს და ვერ მოწყდები... სათქმელი კიდევ ბევრი მაქვს მხოლოდ იმისთვის, რომ ყველას ახსოვდეს დიდი ილიას სიტყვები: რამდენი ენაც იცი, იმდენი ადამიანი ხარ... ხოლო სიბრძნეს, თუ ისურვებ, ყოველ ენაზე ბევრს იპოვი.

„სიყვარულის რადიაცია“ - სიყვარულის ძლევამოსილებაზე უფროა, ვიდრე რადიაციაზე, რომელიც მსოფლიოს შიშის ზარს სცემს“ - გვიამბობს სკოლის წარმატებული მოსწავლე გიორგი მარგველანი.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში

ინფორმაცია გამოცდაზე გასვლის მსურველი მასწავლებლებისთვის - რა დოკუმენტი უნდა წარადგინოთ 6 ნოემბრამდე და ვის ეხება NAEC-ის განცხადება

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება