სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N103 საჯარო სკოლის მეთერთმეტეკლასელები ოკუპაციის მუზეუმს ესტუმრნენ
24-02-2023
-
+


თბილისის N103 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს ცნობიერებისა და ცოდნის გაღრმავების მიზნით, საინტერესო, მრავალფეროვან გასვლით გაკვეთილებს სთავაზობენ.

ამჯერად, სკოლის XIა კლასის მოსწავლეები ისტორიის მასწავლებელ ნანა ჩხაიძესთან ერთად, ოკუპაციის მუზეუმს ესტუმრნენ.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, გასვლითი გაკვეთილის მიზანი მოსწავლეებში თებერვლის ისტორიულად „სუსხიანი“ დღეებისა და მისი შედეგების გააზრება იყო

მოსწავლეები ოკუპაციის სულისშემძვრელ კინო-ფოტო-ფონო წერილობით წყაროებს გაეცნენ. ასევე გაესაუბრნენ მუზეუმის თანამშრომლებს, ოკუპაციისა და კონკრეტულად „წითელი ოკუპაციის“ შესახებ საკუთარი მოსაზრებები გამოხატეს.

მათ ასევე გამართეს დისკუსია და ერთმანეთს შთაბეჭდილებები გაუზიარეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, გასვლითი გაკვეთილი დატვირთული იყო ემოციებით, რაც გამოიწვია იმის გაცნობიერებამ თუ როგორი შემართებით იყო ჩართული ქართველი ახალგაზრდობა სამშობლოს დასაცავად თებერვლის მძიმე დღეებში. მათ ასევე გაიაზრეს, რომ დღევანდელი საქართველოც დიდი გამოწვევების წინაშე დგას.

„ფიქრმოძალებულებმა დავტოვეთ მუზეუმი. ეს საქართველოს უკეთეს მომავალზე ფიქრი იყო“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

1921 წლის თებერვლის დღეები მძიმე იყო საქართველოსთვის, წითელი არმიის შეტევა თბილისის მიმართულებით...თურქეთის საზღვართან ეროვნული არმიის თავგანწირული ბრძოლები და ყველა ფრონტზე ქართველი იუნკერების გმირობის მაგალითები...
გენერლები გ კვინიტაძე. გ. მაზნიაშვილი, 20-21 წლის სამხედრო სასწავლებლის ახალგაზრდა იუნკერები, მარო მაყაშვილი და სრულიად, ქართველი ხალხი  გმირობის კიდევ ერთ ფურცელს მატებენ საქართველოს უახლეს ისტორიას. სასტიკი რეპრესიები, რომლებსაც  ქართული ინტელიგენციის დიდი ნაწილი ეწირება, მაგრამ საბოლოოდ 1991 წლის 9 აპრილს დიდი ქარტეხილის შედეგად, ქართველი ხალხი კვლავ ზეიმობს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება