| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

23 თებერვალს, სერგო ჯაიანის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხიხაძირის საჯარო სკოლაში მათემატიკაში ვიქტორინა ჩატარდა.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ვიქტორინა - „ვინ უკეთ იცის მათემატიკა“ მიზნად ისახავდა მათემატიკით დაინტერესების წახალისებას, მოტივაციის ზრდას, გუნდური მუშაობის ჩვევების განმტკიცებას, შემეცნებითი თვალსაწიერის გაფართოებასა და ლოგიკური აზროვნების სტიმულირებას.
ვიქტორინის ფორმატით პასუხებისთვის განსაზღვრული იყო ერთი წუთი. ყოველი კითხვა ჩნდებოდა ეკრანზე და წარედგინებოდათ მოსწავლეებს მასწავლებლის მიერ. ვიქტორინაში მონაწილეობდნენ ხიხაძირის საჯარო სკოლის IX, X და XI კლასის მოსწავლეები.
დავალებები მოამზადა და ვიქტორინას უძღვებოდა ხიხაძირის საჯარო სკოლის მათემატიკის პედაგოგი დიდარი ჯაიანი.
ვიქტორინამ მოსწავლეებში დიდი ინტერესი გამოიწვია. კაპიტნების უმეტესობამ წარმატებით გაართვა თავი ბლიც-კითხვების რაუნდს.
ხიხაძირის საჯარო სკოლის ადმინისტრაცია მადლობას უხდის პედაგოგ დიდარი ჯაიანს, IX, X და XI კლასის მოსწავლეებს, ჟიურის წევრებსა და ვიქტორინის ორგანიზებაში მონაწილე ყველა პირს - ღონისძიების საინტერესოდ წარმართვისათვის.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად