სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, უნივერსიტეტები

სტატუსის შეჩერება და სხვა უმაღლესში გადასვლა - განათლების მინისტრის ბრძანებით კანონში ცვლილებები შევიდა
23-02-2023
-
+


„უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ კანონში ცვლილება შევიდა. 

აღსანიშნავია, რომ ბრძანების მიხედვით, სტუდენტის სტატუსის შეჩერების საფუძველია: პირადი განცხადება (მიზეზის მითითების გარეშე); უცხო ქვეყანაში, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა, გარდა გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში სწავლისა; ორსულობა, მშობიარობა, ბავშვის მოვლა ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება; ფინანსური დავალიანება ან დაწესებულების წესდებით გათვალისწინებული სხვა გარემოება, გარდა სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტისა.

 სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტის სტატუსის შეჩერების საფუძვლები კი განისაზღვრება „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით.

რაც შეეხება მობილობის უფლებას,  სტუდენტს ის წარმოეშობა უმაღლესი განათლების შესაბამის საფეხურზე სწავლების ერთი წლის შემდეგ. სწავლების პერიოდში არ შედის ის დრო, რომლის განმავლობაშიც პირს შეჩერებული ჰქონდა სტუდენტის სტატუსი. აღნიშნული არ ვრცელდება სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების იმ სტუდენტზე, რომელსაც სტატუსი შეუჩერდა „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-15 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში მითითებული საფუძვლებით. თუ დაწესებულება ლიკვიდირებულ იქნა უფლებამონაცვლის განსაზღვრის გარეშე, დაწესებულებამ დაკარგა ავტორიზაცია, საგანმანათლებლო პროგრამა აღარ ხორციელდება ან თუ სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების  სტუდენტს შეუწყდა სტატუსი, სტუდენტს მობილობის უფლება წარმოეშობა სწავლის პერიოდის ხანგრძლივობის მიუხედავად.

დაწესებულებისათვის ავტორიზაციაზე უარის თქმით, ავტორიზაციის გაუქმებით ან ავტორიზაციის ვადის გასვლით, ასევე, დაწესებულებისათვის სტუდენტთა მიღების უფლების შეზღუდვის, საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციაზე უარის თქმით, აკრედიტაციის გაუქმებით ან აკრედიტაციის ვადის გასვლით დაწესებულების მიერ პროგრამის განხორციელების უფლების დაკარგვის შემთხვევაში, შესაბამისი გარემოების დადგომიდან მხოლოდ ერთხელ, რიგგარეშე მობილობა ტარდება გამარტივებული წესით:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

560 ათასზე მეტი მოსწავლის განათლებისთვის 1.95 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება - რამდენით იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება 

ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მიღებისთვის აბიტურიენტებს 1000 ლარით დააჯილდოებენ - დადგენილება თერჯოლის საკრებულომ მიიღო

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება