სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

5 სასკოლო თამაში ახალი მასალის ასათვისებლად
11-02-2023
-
+


სწავლების მრავალი განსხვავებული გზა არსებობს, თუმცა იმისთვის რომ კლასში მყოფი ყველა მოსწავლე აქტიურად ჩაერთოს საგაკვეთილო პროცესში და ახალი მასალის ათვისება შეძლონ, ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება ინტერაქტიული საკლასო აქტივობებია. თუ როგორ იქცეს მოსწავლეებისთვის ახალი მასალა მეტად აღქმადი და გაკვეთილი გამოვიდეს საინტერესო,  etaloni.ge გთავაზობთ 5 საკლასო თამაშს:

 

  • კითხვების დოლურა 



მოსწავლეები ახალი მასალის შესახებ, ფურცელზე თითო კითხვას წერენ და აწვდიან მასწავლებელს, რომელიც ნაწერებს დოლურაში ათავსებს. მოსწავლეები შემთხვევითობის პრინციპით ირჩევს ერთ-ერთ კითხვას და სცემს პასუხს. თუ პასუხი არასწორი იქნება დანარჩენი მოსწავლეები დასწრების პრინციპით პასუხობენ.

მსგავსი აქტივობით, მოსწავლეები ეჩვევინ კონკურენტუნარიან გარემოში თავის დამკვიდრებას და მასწავლებელს მეტად ყურადღებით უსმენენ, რადგან მოსალოდნელ თამაშში კარგი შედეგი აჩვენონ.

  •  გააგორე კამათელი


მასწავლებელი ახალ მასალას 12 საკითხად ყოფს, მოსწავლეები კი აგორებენ კამათელს და შემთხვევითობით ირჩევენ რიცხვის შესაბამის საკითხს. მასწავლებელი თითოეულ მოსწავლეს აძლევს ფიქრისთვის 2 წუთს, ხოლო სასაუბროდ - 1 წუთს. გამარჯვებულია ის მოსწავლე ვინც დროშიც ჩაეტევა და ამომწურავად ისაუბრებს საკითის შესახებ.

ეს აქტივობა, ხელს შეუწყობს მოსწავლეებს, რომ ახალი მასალის ახსნისთანავე გაითავისონ, თამაში კი მოტივაციის მიმცემი იქნება მათთვის.


  •   დაწერე, რაც დაგამახსოვრდა


მასწავლებელი გაკვეთილის ბოლოს, მოსწავლეებს აძლევს 5 წუთს იმისთვის, რომ დაწერონ რაც დაამახსოვრდათ ახსნილი მასალის ირგვლივ.

ეს აქტივობა მოსწავლეებს აჩვევს წერილობით ჩამოაყალიბონ თავისი სათქმელი. წერის საშუალებით კი, კიდევ უფრო მარტივად დაამახსოვრდებათ უცხო მასალა.


  • ქვიზი


მასწავლებელი კლასს ორ ჯგუფად ყოფს.  ახსნილ მასალასთან დაკავშირებით თითო ჯგუფს ფურცელზე დაწერილ 10 კითხვას ძლევს, თითოეულ კითხვას ოთხი სავარაუდო პასუხი ახლავს, მოსწავლეებმა კი,  უნდა აირჩიონ ერთი სწორი პასუხი, ამისთვის ჯგუფებს 10 წუთი ეძლევათ.

ეს აქტივობა მოსწავლეებს ცოდნის განმტკიცებაში,  გუნდური მუშაობისთვის საჭირო უნარების გაუმჯობესებასა და მეხსიერების განვითარებაში ეხმარება.

  • გასასვლელი ბილეთი

გაკვეთილის დასრულებისას, მოსწავლეები გასვლამდე მასწავლებლის მაგდიაზე დალაგებულ ბარათებს იღებს, რომელიც მასწავლებელს წინასწარ აქვს გამზადებული. თითო ბარათზე, ახსნილი მასალის შესახებ ერთი კითხვაა წარმოადგენილი. მოსწავლეები აფიქსირებენ თავიანთ აზრს, თუ არასწორად გასცემენ პასუხს, მეორე გაკვეთილზე სწორედ ამ თემაზე უნდა იმსჯელოს.

მასწავლებლისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან იკვეთება პრიორიტეტული საკითხები, რაზეც მომდევნო გაკვეთილზე უნდა გააკეთოს აქცენტი. მოცემულობა, რომ მოსწავლეები გასვლამდე აუცილებლად იღებენ გასვლის ბარათს და სცემენ პასუხს, უბიძგებთ გაკვეთილზე მეტად კონცენტრირებულნი იყვნენ და ბარათზე სწორი პასუხი დაწერონ.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი ავტორებს უკან დაუბრუნდათ - მიზეზები და დეტალები

მოსწავლის შეფასების სამკომპონენტიანი სისტემა ელექტრონულ ჟურნალში

მასწავლებლების სახლმა პედაგოგების შერჩევა დაიწყო - ვის მიენიჭება უპირატესობა და რა ვადებში უნდა გააკეთონ აპლიკანტებმა განაცხადი

დირექტორების საყურადღებოდ - 21 სექტემბერი მასწავლებელთა ფუნქციების ატვირთვის ბოლო დღეა

პროფესიულებში რეგისტრაცია დაიწყო - ვადები და დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

სკოლის კარი წელს ერთადერთმა პირველკლასელმა შეაღო

სკოლის კურსდამთავრებულმა, ზაქრო გვიშიანმა მოსწავლეებს უსახსოვრა მაისურები, რომლებზეც სკოლის სახელი და ორბელის ციხის გამოსახულებაა დატანილი

სკოლის დირექტორმა, ციური გოგიბერიძემ სასკოლო საზოგადოებას დიდი სიყვარულით მიმართა

 

 

მოსწავლეებმა სკოლის კარი დიდი ზარ-ზეიმით შეაღეს

 

 

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება