| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში მოსწავლეები საინტერესო პროექტებსა და აქტივობებში ერთვებიან. ამჯერად, სკოლაში დავითობის დღესასწაული მე-10ბ კლასელებმა საინტერესოდ აღნიშნეს.
დღესასწაულთან დაკავშირებით, მე-10ბ კლასში (დამრიგებელი - დიანა ზურებიანი, ისტორიის პედაგოგი - ვახტანგ შარადენიძე) სამეცნიერო-დოკუმენტური ფილმის - „დავით აღმაშენებელი, 1 ნაწილი“ ჩვენება მოეწყო.
„მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს და ბევრი ახალი, საინტერესო ინფორმაცია მიიღეს ჩვენი ყველაზე სახელოვანი და გამორჩეული მეფის შესახებ“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, დავითის პიროვნებამ, მისი განათლების მასშტაბებმა, ქვეყნის გაერთიანებისათვის დაუღალავმა ბრძოლამ და ღვაწლმა მოსწავლეებში დიდი ინტერესი გამოიწვია. მეათეკალსელებმა ფილმის ჩვენების შემდგომ კითხვა-პასუხისა და აზრის გამოთქმის რეჟიმში გააგრძელეს გაკვეთილი.
„ამ აქტივობით მოსწავლეებმა და მასწავლებელმა მეფე დავითის ხსოვნას თავიანთი მოკრძალებული პატივი მიაგეს “, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
სტუდენტი კიდევ 866-მა აბიტურიენტი გახდა - უნივერსიტეტებსა და პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხულთა ბოლო სია გამოქვეყნდა
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მამხუტის საჯარო სკოლის მასწავლებელი, ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მახმუდ მუსაევი პასუხობს
მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას
ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მარიამ ონიანი