სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„დავიცვათ, მოვუფრთხილდეთ და გავამწვანოთ ბუნება!“ - მარნეულის N3 სკოლის მასწავლებელმა, ლეილა ნამაზოვამ  მოსწავლეებს საინტერესო პროექტი შესთავაზა
09-02-2023
-
+


მარნეულის N3 საჯარო სკოლის პედაგოგები მოწოდებულნი არიან მოსწავლეებს ხარისხიანი და სიღრმისეული განათლება მისცენ და ამ მიზნით მოზარდებს მრავალფეროვან პროექტებსა და საგანმანათლებლო ღონისძიებებში რთავენ.

მათ შორისაა, სოციალური პროექტი - „დავიცვათ, მოვუფრთხილდეთ და გავამწვანოთ ბუნება!“, რომელიც მე-12 კლასის მოსწავლეებს ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელმა ლეილა ნამაზოვამ შესთავაზა. 

პროექტი მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და წარმტაცი აღმოჩნდა. პროექტის შესახებ პედაგოგი თავად გვიყვება:

„2022-23 სასწავლო წლის დასაწყისში მე-12ბ კლასის მოსწავლეებს შევთავაზე სოციალურ პროექტში - „დავიცვათ, მოვუფრთხილდეთ და გავამწვანოთ ბუნება!“ ჩართვა. პროექტში მონაწილეობა ნებაყოფლობითი იყო, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ მოსწავლეები დიდი მოტივაციითა და ინტერესით შეხვდნენ ჩემს წამოწყებას და ერთად შევჯერდით პროექტის სახელწოდებაზე. პროექტში ჩართვის სურვილი ყოველმა მათგანმა გამოთქვა, აქტივობებიც მათთან ერთად გავწერე. ამის შემდეგ მოვიწვიე მოსწავლეთა მშობლები და მივიღე მათგან წერილობითი თანხმობა, რომ არ აქვთ რაიმე შენიშვნა ან/და პრეტენზია პროექტში ბავშვების მონაწილეობასთან დაკავშირებით.

მოსწავლეებმა გაინაწილეს ფუნქციური როლები და დაიწყეს აქტივობების განხორციელება. მე, როგორც პროექტის ხელმძღვანელი თითოეული აქტივობის დროს ვუწევდი ფასილიტაციას...

მოსწავლეებმა გაიაზრეს, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს გარემოსდაცვით ღნისძიებებს, პროექტმა საშუალება მისცა მათ ნათლად დაენახათ და გაეანალიზებინათ ადამიანის ვერაგი დამოკიდებულება ბუნებას თუ როგორ აზიანებს.

მოსწავლეები შეხვდნენ სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებს, ინტერვიუ აიღეს ქალაქის მოსახლეობისგან, სკოლის ეზოში დარგეს ხეები, სკოლის მიმდებარე ტერეტორიაზე დასუფთავების აქცია ჩაატარეს, ასევე დაწყებითი კლასის მოსწავლეებს აჩვენეს მაგალითი - თუ როგორ უნდა დაიცვან ბუნება. პროექტის დასრურების შემდეგ სკოლაში გამართეს შემაჯამაბელი შეხვედრა, აქაც ჩართეს სკოლის საშუალო საფეხურის მოსწავლეები და მათ აჩვენეს - თუ რა ღონისძებები განახორციელეს პროექტის ფარგლებში“,- აღნიშნავს ლეილა ნამაზოვა.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

დეკრეტული შვებულების თანხასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილება პარლამენტმა დაამტკიცა

საგანი, რომლის ახალი სტანდარტიც დეტალურად გაიწერა - ბრძანება

სტუდენტი კიდევ 866-მა აბიტურიენტი გახდა - უნივერსიტეტებსა და პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხულთა ბოლო სია გამოქვეყნდა

რომელ მასწავლებლებს მისცეს ზამთრში საგნის გამოცდაზე გასვლის უფლება - მინისტრის ახალი ბრძანება გამოქვეყნდა 

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მამხუტის საჯარო სკოლის მასწავლებელი, ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მახმუდ მუსაევი პასუხობს

მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი​ გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სელნურ ბაირამოვი etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მარიამ ონიანი

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება