სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რამდენჯერ უნდა ჩაატაროთ მშობელთა კრება სასწავლო წლის განმავლობაში?
06-02-2023
-
+

ბავშვის სწავლა-აღზრდის პროცესში მასწავლებლისა და მშობლის ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია. მათი თანამშრომლობა ბავშვის აღზრდაში წარმოჩენილ სირთულეებს მარტივად დასაძლევს ხდის. სწორედ ამიტომ სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა კრებას მნიშვნელოვანი როლი აკისრია.

რამდენჯერ უნდა ჩაატაროთ მშობელთა კრება ერთი სასწავლო წლის განმავლობაში? - ამ კითხვაზე ცალსახა პასუხი არ არსებობს. სასწავლო წლის განმავლობაში რამდენჯერაც დამრიგებელი საჭიროდ ჩათვლის, რომ მოსწავლეთა მშობლებთან შეხვედრა აუცილებელია და განსახილველია ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა მოსწავლეთა სასწავლო შედეგები, ბავშვების ქცევა, წარმოჩენილი პრობლემები, იმდენჯერ აქვს უფლება პედაგოგს, რომ მშობელთა კრება მოიწვიოს.

ეროვნული სასწავლო გეგმის თანახმად, დამრიგებელმა მშობელს მოსწავლის აკადემიური მიღწევის, დისციპლინის, პიროვნული პრობლემებისა თუ წარმატებების შესახებ ინფორმაცია თვეში მინიმუმ ერთხელ უნდა მიაწოდოს. გარდა ამისა, კლასის ხელმძღვანელი ვალდებულია, საჭიროების შემთხვევაში, შეხვდეს დაინტერესებულ მშობელს და მიაწოდოს მას მოსწავლესთან და სკოლაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული ინფორმაცია.

გასათვალისწინებელია, რომ დაუშვებელია ერთი მოსწავლის დისციპლინისა და აკადემიური მიღწევის შესახებ სხვა მშობლის თანდასწრებით საუბარი. იმ მოსწავლეთა მშობლებს, რომლებსაც სწავლისა და განვითარების პრობლემები აქვთ, დამრიგებელი ინდივიდუალურად უნდა გაესაუბროს.

იხილეთ ასევე: როგორ უნდა დაგეგმოს მასწავლებელმა მშობელთა კრება? - პრაქტიკული რჩევები

კომენტარები

ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

მასწავლებელთა შეფასების კომისიის წევრების შერჩევის წესი სკოლებისა და რესურსცენტრებისთვის

გაიცანით მასწავლებელი, რომელიც ეროვნულ ჯილდოზე მოსწავლემ წარადგინა - იამზე სხვილიძისა და დილისკის N1 საჯარო სკოლის წარმატების ფორმულა 

სკოლები, რომელთაც ფინანსური ცვლილება შეეხოთ - მინისტრის ბრძანება

დამატებითი ვალდებულება აღმზრდელებისთვის - პედაგოგები შემოწმებასა და გადამზადებას გაივლიან - საფრანგეთში რეგულაციები გამკაცრდა

პიროვნება

გაიცანით მასწავლებელი, რომელიც ეროვნულ ჯილდოზე მოსწავლემ წარადგინა - იამზე სხვილიძისა და დილისკის N1 საჯარო სკოლის წარმატების ფორმულა 

სკოლები

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მეგი გიორგაძე
 
საინტერესო

საზოგადოება