სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წიგნის საჯაროდ კითხვის დაუვიწყარი დღე ბათუმის N13 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის 
02-02-2023
-
+


ბათუმის N13 საჯარო სკოლა ზრუნავს მოსწავლეებში წიგნიერების დონის ამაღლებასა და მოზარდებში კითხვის კულტურის დანერგვაზე, ამავე მიზნით სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის  დღე საინტერესოდ აღინიშნა.

წიგნის საჯაროდ კითხვის დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა და ღონისძიებაში მონაწილეობის რაოდენობა 100 სხვადასხვა ქვეყნიდან 31 მილიონ ადამიანამდე აღწევს. საქართველოში ეს დღე წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივით 2016 წლიდან აღინიშნება.

წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღე საქართველოში წიგნთან და ლიტერატურასთან დაკავშირებულ პროცესებს უფრო მრავალფეროვანსა და საინტერესოს ხდის. პროექტის ფარგლებში იგეგმება უამრავი ღინისძიება ქვეყნის მასშტაბით. აღსანიშნავია, რომ მთელი დღის მანძილზე თანამედროვე ქართველი ავტორები სტუმრობენ სკოლებსა და უნივერსიტეტებს.

ბათუმის N13 საჯარო სკოლაც შეუერთდა კამპანიას და დაწყებითი კლასების მოსწავლეებს ონლაინ ჩაერთნენ საბავშვო მწერლები და პოეტები: ეკატერინე ბაქრაძე, გივი ჩიღვინაძე, ხათუნა ჩიტაძე და ნანული ყურშუბაძე - გვარიშვილი.

სტუმრებმა მოსწავლეებს წაუკითხეს საბავშვო ლექსები, გამოცანები და რითმოცანები. ბავშვებმაც გამოიჩინეს თავი და ავტორებს ლექსები წაუკითხეს.

ბათუმის ხელოვნების მუზეუმში, სპეციალურად პირველკლასელებისთვის მუზეუმის დირექტორის მოადგილემ - ინგა გოგიბერიძემ პატარებს, რუსუდან ფეტვიაშვილის მიერ დასურათებული ზღაპარი „შავი ძროხა“ წაუკითხა.

სკოლის მოსწავლეთა ლიტერატურულმა კლუბმა „ზელოსმა“ უმასპინძლა ახალგაზრდა პოეტებს - გენრი დოლიძესა და სულხან წულუკიძეს. მათ შორის შედგა უშუალო საუბრები კითხვა-პასუხის რეჟიმში.

„2023 წლის 1-ელი თებერვალი - წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე - ჩვენი მოსწავლეებისათვის დაუვიწყარი იქნება!

მადლობა ჩვენ სტუმრებს დრო რომ დაგვითმეს და გვეწვივნენ როგორც სკოლაში, ასევე ბავშვებს ეკრანიდან წაუკითხეს ნაწყვეტები...“ - აღნიშნავს სკოლის დირექცია.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასშტაბური შემოწმებები საბავშვო ბაღებში - პერსონალის მზადყოფნა და სამზარეულოები 2 ათასამდე სააღმზრდელო დაწესებულებაში გაკონტროლდება

გაკვეთილების დაწყებამდე 10 წუთით ადრე სკოლის შენობა და ეზო უნდა შემოწმდეს - უსაფრთხოების წესები 

მეორადი ჩარიცხვები 14 სექტემბრიდან დაიწყება - დეტალური ინსტრუქცია უმაღლესების მიღმა დარჩენილი აბიტურიენტებისთვის

პიროვნება

დირექტორის შეფასებით, მიღწეული შედეგები სკოლის პედაგოგებისა და მოსწავლეების ერთობლივი, მიზანმიმართული შრომის შედეგია

სკოლები

„მცირე კონტინგენტი საშუალებას გვაძლევს, რომ თითოეულ ბავშვზე ინდივიდუალურად ვიმუშაოთ“ - 

„მივესალმები ფორმების შემოღებას, მოსწავლე უბრალოდ უნდა გამოირჩეოდეს იმით, რომ ის მოსწავლეა“

 

 

 

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება