| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალავარის საჯარო სკოლა სასწავლო პროცესის გასაახლებლად სრულ მზადყოფნაშია.
აზერბაიჯანულენოვანი საბაზო სკოლა ახალ სასწავლო წელს 21 მოსწავლით ხვდება. მათ შორის ორი პირველკლასელია.
სკოლის დირექტორის მულქადარ ისმაილოვის თქმით, ახალი სასწავლო წლის დასაწყებად სკოლაში აქტიური მზადება მიმდინარეობს. განსაკუთრებული ყურადღება კი პირველკლასელებისთვის თბილი და დასამახსოვრებელი გარემოს შექმნას ეთმობა.
„დიდი მონდომებით ვემზადებით ახალი სასწავლო წლის დასაწყებად. ყოველ წელს ზეიმით ვხვდებით ჩვენს მოსწავლეებს და გვინდა, ეს დღე ამაღლებული განწყობისა და დაუვიწყარი შთაბეჭდილებების მომტანი იყოს. განსაკუთრებით ჩვენი ორი პატარისთვის, რომლებიც პირველად შემოაბიჯებენ სკოლაში“, - ამბობს სკოლის დირექტორი.
პირველკლასელებს სკოლაში საზეიმო დახვედრა ელოდებათ. მათ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გადაეცემათ კომპიუტერები და სახელმძღვანელოები.
სკოლის ხელმძღვანელი დადებითად აფასებს სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას.
„ტელეფონების შესანახი ყუთების შემოღებამ ძალიან გამახარა. უფრო მეტიც, პედაგოგებსაც მივეცი რეკომენდაცია გაკვეთილებზე ტელეფონი არ გამოიყენონ. მიმაჩნია, რომ გაკვეთილი მაღალ დონეზე უნდა ჩატარდეს. ისედაც ცოტა მოსწავლე გვყავს და ვცდილობთ, თითოეულ მათგანს მაქსიმალურად ბევრი მივცეთ. ამიტომ მათი ყურადღების გაფანტვა და სხვა რამეზე ფიქრი სწორად არ მიმაჩნია“, - აღნიშნავს დირექტორი.
სკოლაში ასევე სიხარულით შეხვდნენ სასკოლო ფორმების შემოღებას. დირექტორის აზრით, ფორმა სასკოლო იდენტობისა და მოწესრიგებული გარემოს შექმნას უწყობს ხელს.
„სიხარულით მივესალმები ფორმების შემოღებას. სასურველია, რომ ფორმა მაღალკლასელებსაც ეცვათ, რადგან ზოგჯერ უკვე პედაგოგებისგან ვეღარც გაარჩევთ. მოსწავლე მოსწავლეს უნდა ჰგავდეს და სწავლაზე იყოს ორიენტირებული, რადგან ზუსტად ეს იძლევა საფუძველს, წარმატებული და პროფესიონალი კადრების აღზრდისთვის“, - ამბობს მულქადარ ისმაილოვი.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად