სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„ჩვენი მთავარი მიზანი მოსწავლეთა ცოდნის ამაღლებაა, ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ“- თაზაკენდის N1 სკოლის დირექტორი ამრახ ასლანოვი
07-09-2026
-
+


ახალი სასწავლო წლის დაწყებას წარმატებითა და ახალი სასწავლო მიზნებით, საზეიმოდ ხვდება ამრახ ასლანოვის სახელობის მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თაზაკენდის N1 საჯარო სკოლა. ამჟამად, კი მოსწავლეთა განათლებაში ჩადებული შრომის შედეგს იმკის. სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდა წარმატებით ჩააბარეს.

სკოლის დირექტორი ტოფიგ აკბეროვი განსაკუთრებული სიამაყით საუბრობს წელს სკოლის აზერბაიჯანული სექტორის კურსდამთავრებულების წარმატებაზე. მისი თქმით, მოსწავლეებმა „4+1“ პროგრამის ფარგლებში გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და შთამბეჭდავი შედეგები აჩვენეს.

დირექტორის შეფასებით, მიღწეული შედეგები სკოლის პედაგოგებისა და მოსწავლეების ერთობლივი, მიზანმიმართული შრომის შედეგია.

„წელს ჩვენმა აზერბაიჯანული სექტორის მოსწავლეებმა ძალიან გაგვახარეს. მათ „4+1“ პროგრამის ფარგლებში გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და მართლაც საოცარი შედეგები აჩვენეს. ეს ჩემთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რადგან ამ შედეგებში ჩვენი საერთო შრომა, პედაგოგების თავდადება და მოსწავლეების დიდი ძალისხმევა ჩანს. ძალიან საამაყოა, როდესაც ხედავ, რომ შენი შრომა ასეთ შედეგს იძლევა“, - აღნიშნავს ტოფიგ აკბეროვი.

სკოლაში დღეს ქართულ სექტორის მეცხრეკლასელებიც სწავლობენ და დირექტორი იმედოვნებს, რომ რამდენიმე წლის შემდეგ ისინი ეროვნულ გამოცდებზეც წარმატებით წარმოაჩენენ საკუთარ ცოდნას.

„ქართულ სექტორზე გვყავს მეცხრეკლასელები და რამდენიმე წელიწადში მათაც მოუწევთ ეროვნული გამოცდების ჩაბარება. დარწმუნებული ვარ, ისინიც წარმატებით გაართმევენ თავს ამ მნიშვნელოვან ეტაპს და ისეთივე სასიხარულო შედეგებს გვაჩვენებენ, როგორითაც წელს ჩვენი აზერბაიჯანული სექტორის მოსწავლეებმა გაგვახარეს“, - აღნიშნავს სკოლის დირექტორი.

სკოლაში ორი სექტორი - აზერბაიჯანული და ქართული ფუნქციონირებს. 

წელს სკოლაში სამი პარალელური პირველი კლასი გაიხსნება - ორი აზერბაიჯანულენოვანი და ერთი ქართული. 15 სექტემბერს სულ 51 პირველკლასელი შეაღებს სკოლის კარს. თუმცა, როგორც სკოლის ხელმძღვანელი გვეუბნება, ეს საბოლოო რაოდენობა არ არის. აღსანიშნავია, რომ ქართულ სექტორზე 20 მოსწავლეა რეგისტრირებული.

სკოლის დირექცია ახალი სასწავლო წლის დაწყებას ტრადიციულად განსაკუთრებული მონდომებით ხვდება. დირექტორის თქმით, მნიშვნელოვანია, ყველა მოსწავლემ სკოლის პირველივე დღიდან იგრძნოს, რომ სასკოლო საზოგადოება მას სიყვარულით ელოდება.

„ვცდილობთ, ყველა მოსწავლეს ამაღლებული განწყობა შევუქმნათ და თავი სახლში ვაგრძნობინოთ, სადაც მათ სიყვარულით ელოდებიან, განსაკუთრებულ დახვედრას კი პირველკლასელებს ვუმზადებთ, საჩუქრებით, რომელიც სახელმწიფომ გადასცა, ასევე მშობლებს და მოსწავლეებს ვაცნობთ მინისტრის ბრძანებას, რომ ყველა მოსწავლემ თუნდაც ერთი ხე უნდა დარგოს და ამით მოუფრთხილდეს გარემოს, ეს ძალიან კარგი წამოწყებაა, რადგან ამით მოსწავლეებს უჩნდებათ სურვილი იზრუნონ გარემოზე, გაუფრთხინდნენ ბუნებას“,- აღნიშნავს ტოფიგ აკბეროვი და დასძენს, რომ ასევე მოეწყობა მშობლებთან შემეცნებითი საუბარი, რის შემდეგაც დამრიგებლები პატარებს საკლასო ოთახებში შეუძღვებიან. საკლასო ოთახებიც მოსწავლეებს განსაკუთრებულად გაფორმებული დახვდებათ. 

„მივესალმები სკოლებში ფორმების შემოღებას. ვფიქრობ, ეს მოსწავლეებს უფრო მოწესრიგებულს ხდის. ძალიან ლამაზია, როდესაც ყველას ერთნაირი ფორმა აცვია და მოსწავლეები მოსწავლეებს ჰგვანან“, - აღნიშნავს დირექტორი.

ტოფიგ აკბეროვის თქმით, სკოლის მთავარი მიზანია განათლებული და ღირსეული თაობის აღზრდა.

ამისთვის, კი სასკოლო საზოგადოება ყოველდღიურად მუშაობს და დროსა და ენერგიას არ იშურებს, რათა თითოეულმა მოსწავლემ საკუთარი შესაძლებლობების სრულად გამოვლენა შეძლოს.

„ჩვენი მთავარი მიზანი მოსწავლეთა ცოდნის ამაღლებაა. ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ და არ ვზოგავთ არც დროს, არც ენერგიას და არც საკუთარ ძალისხმევას. გვინდა, თითოეული მოსწავლე იყოს განათლებული, კარგი ადამიანი და მომავალში ქვეყნისთვის გამოსადეგი პიროვნება. ეს არის ის მიზანი, რომლისკენაც მთელი ჩვენი სასკოლო საზოგადოება ყოველდღიურად მუშაობს“, - ამბობს სკოლის დირექტორი.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება

„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო 

თუ 0 ვაკანტური ადგილია - ვის უნდა მიმართონ წინსვლის მსურველმა მასწავლებლებმა

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება