სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ივანდიდის საჯარო სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე საინტერესოდ აღინიშნა
02-02-2023
-
+


გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდის საჯარო სკოლა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის აღნიშვნას შეუერთდა. 

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებმა - ნინო უგულავამ და მანანა ღოღობერიძემ, პირველ, მესამე და მეოთხე კლასებში მოსწავლეებს წაუკითხეს და თავადაც წააკითხეს მათთვის საინტერესო წიგნები და წაკითხვის შემდეგ საინტერესო აქტივობებიც შესთავაზეს.

მასწავლებლის წაკითხულმა წიგნმა პირველკლასელებში დიდი ინტერესი გამოიწვია.

შემდეგ ბავშვებმა წაკითხულის შესახებ იმსჯელეს, დაახასიათეს პერსონაჟები და ტექსტიდან ეპიზოდები გაიხსენეს. 

ბოლოს კი პერსონაჟებს ნახატები მიუძღვნეს და საკლასო ოთახში გამოფენა მოაწყვეს.

მსგავსი აქტივობები განახორციელეს მასწავლებლებმა მესამე და მეოთხე კლასეშიც. მესამეკლასელებმა წიგნის წაკითხვის შემდგომ პერსონაჟებს წერილები მისწერე. მეოთხეკლასელებმა კი  - ერთმანეთს წაუკითხეს და შემდეგ წაკითხული ტექსტის ეპიზოდები ნახატების სახით გააცოცხლეს. 

„იკითხეთ ხმამაღლა, შეცვალეთ მსოფლიო!“- ასეთია მოსწავლეთა გზავნილი. 

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივით, 1-ელ თებერვალს, საქართველოში უკვე მერვედ, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღინიშნება!

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან 90 მილიონზე მეტი ადამიანი მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო: იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასშტაბური შემოწმებები საბავშვო ბაღებში - პერსონალის მზადყოფნა და სამზარეულოები 2 ათასამდე სააღმზრდელო დაწესებულებაში გაკონტროლდება

გაკვეთილების დაწყებამდე 10 წუთით ადრე სკოლის შენობა და ეზო უნდა შემოწმდეს - უსაფრთხოების წესები 

მეორადი ჩარიცხვები 14 სექტემბრიდან დაიწყება - დეტალური ინსტრუქცია უმაღლესების მიღმა დარჩენილი აბიტურიენტებისთვის

პიროვნება

დირექტორის შეფასებით, მიღწეული შედეგები სკოლის პედაგოგებისა და მოსწავლეების ერთობლივი, მიზანმიმართული შრომის შედეგია

სკოლები

„მცირე კონტინგენტი საშუალებას გვაძლევს, რომ თითოეულ ბავშვზე ინდივიდუალურად ვიმუშაოთ“ - 

„მივესალმები ფორმების შემოღებას, მოსწავლე უბრალოდ უნდა გამოირჩეოდეს იმით, რომ ის მოსწავლეა“

 

 

 

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება