სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ყელქცეულის საჯარო სკოლის გუნდი, რეგიონში განათლების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, მნიშვნელოვან ტიტულზეა წარდგენილი
24-01-2023
-
+

ოთარ ჩხეიძის სახელობის გორის მონიციპალიტეტის სოფელ ყელქცეულის საჯარო სკოლის პროფესიონალ პედაგოგთა გუნდი მოსწავლეთა განვითარებასა და მოტივირებაზე ყოველდღიურად აქტიურად ზრუნავს. 

ამ საქმეში მათი მთავარი მხარდამჭერი სკოლის დირექტორი მარინე ტაბატაძეა, რომელიც კარიერულ წინსვლასა და მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებაზეა ორიენტირებული. 

სკოლა 60 წლის გახდა. ამ დროის განმავლობაში მან არაერთი თაობა გამოზარდა. 

ამჯერად, სკოლა და მისი გუნდი, რეგიონში განათლების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონია „პერსონას“ ტიტულზეა წარდგენილი.

აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად სოფელში არ იყო სკოლა. სოფლის პატარებისთვის ანბანისა თუ ანგარიშის, საღვთო რჯულისა თუ სხვათა და სხვათა სწავლებას სოფელში არსებული წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია უძღვებოდა, რომლის აღმშენებლობის ერთ-ერთი მოღვაწე იყო 20 წლის ნაკურთხი მღვდელი ბესარიონ სვიმონის ძე ლიაძე. იგი დაიბადა 1813 წელს და 62 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამ წლების განმავლობაში ბესარიონ ლიაძე ბავშვებს ანბანს ასწავლიდა ეკლესიასთან არსებულ სამრევლო სკოლაში. მისი გარდაცვალების შემდეგ მის პედაგოგიურ მოღვაწეობას მისი შვილი სვიმონი და შვილიშვილი მიხეილი აგრძელებდნენ საოჯახო ტრადიციას.
ეს საოჯახო ტრადიცია სახელოვნად ატარა თამარ მიხეილის ასულმა ლიაძემ, რომელიც საბჭოთა წესწყობილობის პერიოდში მუშაობდა ყელქცეულის დაწყებითი სკოლის მასწავლებლად და გამგე მასწავლებლად. ქალბატონმა თამარ ლიაძემ ეს ესტაფეტა სახელოვნად ატარა და სოფელს აღუზარდა ღირსეული შვილები.

სკოლაში წარმატებით ამაყობენ და მზაობას კიდევ მრავალი თაობის აღსაზრდელად გამოთქვამენ. 

იხილეთ ფოტოები:
 
კომენტარები

ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

მასწავლებელთა შეფასების კომისიის წევრების შერჩევის წესი სკოლებისა და რესურსცენტრებისთვის

გაიცანით მასწავლებელი, რომელიც ეროვნულ ჯილდოზე მოსწავლემ წარადგინა - იამზე სხვილიძისა და დილისკის N1 საჯარო სკოლის წარმატების ფორმულა 

სკოლები, რომელთაც ფინანსური ცვლილება შეეხოთ - მინისტრის ბრძანება

დამატებითი ვალდებულება აღმზრდელებისთვის - პედაგოგები შემოწმებასა და გადამზადებას გაივლიან - საფრანგეთში რეგულაციები გამკაცრდა

პიროვნება

გაიცანით მასწავლებელი, რომელიც ეროვნულ ჯილდოზე მოსწავლემ წარადგინა - იამზე სხვილიძისა და დილისკის N1 საჯარო სკოლის წარმატების ფორმულა 

სკოლები

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მეგი გიორგაძე
 
საინტერესო

საზოგადოება