სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლეები უნივერსიტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტს სტუმრობდნენ
24-01-2023
-
+


ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლეები აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტს ესტუმრნენ.

ღონისძიებას გეოგრაფიის მასწავლებელი მზია კუბეცია ხელმძღვანელობდა.

როგორც სკოლის ადმინისტრაცია გვამცნობს, შეხვედრა შედგა გეოგრაფიის დეპარტამენტის ხელმძღვანელ ასოცირებულ პროფესორ ციცინო დავითულიანთან, რომელიც მოსწავლეებს უნივერსიტეტის დაარსებაზე და გეოგრაფიის დეპარტამენტის მისიაზე ესაუბრა.

პროფესორმა მოსწავლეებს ვახუშტისეული უძველესი ატლასი გააცნო, საქართველოს რელიეფურ უძველეს რუკაზე მოუყვა, რომელიც უიშვიათესინიმუშია, ასევე მინი მეტეოსადგური აჩვენა და მისი მუშაობის პრინციპები აუხსნა.

ასისტენტ-პროფესორმა ფიქრია ჯინჯიხაძემ კი ბავშვებს თემაზე -„საქართველოში და ზოგადად არსებულ ბუნებრივ წიაღისეულ რესურსებზე და მისი წარმოშობის თვისებებზე...“ საინტერესო მინი ლექცია ჩაუტარა.

დისკუსია გაიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში და მოსწავლეებმა მათთვის საინტერესო თემებზე ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს.

მოსწავლეებმა, დირექტორ ფაქიზო ფანჩულიძეს, მასწავლებელ მზია კუბეციასა და უნივერსიტეტის წარმომადგენლებს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადეს.

„წარმატებებს ვუსურვებ მომავალ თაობას პროფესიის სწორად შერჩევაში...“ - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

შარშან ადმინისტრაციას 10-ის ნაცვლად 20 პროცენტით გაეზარდა ანაზღაურება და მომდევნო წლის ბიუჯეტიც მზარდია

სკოლებს ახალი უფლებამოსილება მიენიჭათ - მინისტრის ბრძანება ძალაშია

12 ახალი კადრის მისაღებად კონკურსი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა გამოაცხადა - ვადები და დეტალები

„შემოგვაქვს სმარტ-კლასები“... - ახალი სასწავლო წლის ცვლილებებზე მინისტრის განმარტებები

1-ელ ოქტომბრამდე მოსწავლის მობილობა დაუშვებელია - მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც სკოლის შეცვლისას უნდა იცოდეთ

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„მასწავლებელი არის გზამკვლევი, რომლის ქცევას, ვიზუალს, ღიმილსა და განწყობას მოსწავლე პირველივე წამიდან ითვისებს“...

„განსაკუთრებით საამაყოა, რომ ამ საერთაშორისო შეფასების ნაწილი ქალაქ თბილისის N117 საჯარო სკოლაც იყო“
 

სკოლამ მომავალ პირველკლასელებსა და მათ მშობლებს უმასპინძლა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება