სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუტირის საჯარო სკოლის მოსწავლეთა ზღაპრული საახალწლო წარმოდგენა
23-01-2023
-
+


აკაკი ტერელაძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქუტირის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 1-ელი სემესტრის დასასრულს მრავალფეროვანი საახალწლო ღონისძიება გამართეს.

სკოლის საახალწლო სამზადისში ყველანი აქტიურად ჩაერთნენ. მოსწავლეებმა საკლასო ოთახები მორთეს და თეთრი ბაბთებით 
მოკაზმეს.

„თოვლის ფიფქები რა ხანია ფანჯრებზე დასკუპდნენ, ყურცქვიტები შავ-თეთრი ბაჭიებით ბუხართან მოკალათდნენ, სკოლის ასწლოვან ჭადრებს ბეღურების ფრთათა შრიალი ართობს, ღიმილიანი სახეები მომრავლებულა, ბავშვები თოვლის ბაბუას ელოდებიან“, -  ასე აღწერენ გარემოს სკოლის წამრომადგენლები.

როგორც სკოლაში გვიყებიან, მე-6 კლასის მოსწავლეებმა დამრიგებელ - ირინა უგულავასთან ერთად, 2023 წლის შემობრძანება სასკოლო საზოგადოებას პირველებმა მოულოცეს. მათ სკოლაში საახალწლო გარემო შექმნეს. ბავშვებმა ზეიმზე იცეკვეს, იმღერეს, ლექსები წაიკითხეს, სახალისო ნომრები შესანიშნავად წარადგინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.  

მოსწავლეებმა ღონისძიების მსველობისას საპატიო სტურმებსაც უმასპინძლეს.

„საახალწლო ზეიმს შემოუერთდნენ ქ-ნი ირინა ბალავაძე და ივერი ბუაძის მეუღლე რუსუდანი პატარა ანისთან ერთად (საჩუქრებით). მადლობა ჩვენს სტუმრებს ზეიმის გალამაზებისთვის“, - აღნიშნეს სკოლაში.

მოსწავლეებს ღონისძიების დასასრულს საჩუქრები გადაეცათ.

„მეექვსეკლასელებს ახალი წელი მიულოცა და საახალწლო საჩუქრები გადასცა ელისო გედენიძემ. მან პირველმა აუნთო ამ თვალხატულა გოგო-ბიჭებს ცოდნის ლამპარი, ამიტომაც დღემდე აქვთ თბილ-ტკბილი ურთიერთობა“, - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა. 

ქუტირის საჯარო სკოლის დირექტორი ზურაბ თოდუა გახლავთ. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

შარშან ადმინისტრაციას 10-ის ნაცვლად 20 პროცენტით გაეზარდა ანაზღაურება და მომდევნო წლის ბიუჯეტიც მზარდია

სკოლებს ახალი უფლებამოსილება მიენიჭათ - მინისტრის ბრძანება ძალაშია

12 ახალი კადრის მისაღებად კონკურსი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა გამოაცხადა - ვადები და დეტალები

„შემოგვაქვს სმარტ-კლასები“... - ახალი სასწავლო წლის ცვლილებებზე მინისტრის განმარტებები

1-ელ ოქტომბრამდე მოსწავლის მობილობა დაუშვებელია - მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც სკოლის შეცვლისას უნდა იცოდეთ

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„მასწავლებელი არის გზამკვლევი, რომლის ქცევას, ვიზუალს, ღიმილსა და განწყობას მოსწავლე პირველივე წამიდან ითვისებს“...

„განსაკუთრებით საამაყოა, რომ ამ საერთაშორისო შეფასების ნაწილი ქალაქ თბილისის N117 საჯარო სკოლაც იყო“
 

სკოლამ მომავალ პირველკლასელებსა და მათ მშობლებს უმასპინძლა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება