| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მოსე ხონელის სახელობის ხონის N1 საჯარო სკოლას წარმატებული და საკუთარი საქმის პროფესიონალი მასწავლებლები ჰყავს.
2022 წელს სკოლის კოლექტივს კიდევ ერთი თავის საქმეზე შეყვარებული მასწავლებელი - ანა პაპავა შეემატა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ახალბედა მასწავლებელს მრავალმხრივი გამოცდილება აქვს - აქტიურადაა ჩართული სხვადასხვა გამოფენასა და ღონისძიებაში.
პედაგოგი 2008-2010 წლებში მ. თოიძის სახელობის ქ. თბილისის პროფესიულ სასწავლებელში სწავლობდა. სწავლის პერიოდში ის ვენაში გამართულ „საქართველოს დღეებისადმი“ მიძღვნილ გამოფენაში მონაწილეობდა. 2012 წლიდან დღემდე კი ხონის სამხატვრო სკოლაში ხალხური რეწვისა (თექა) და ხატვის პედაგოგად მუშაობს. 2013-2014 წლებში ქუთაისის მხატვართა კავშირის წევრი იყო და აქტიურად მონაწილეობდა მხატვართა კავშირის მიერ დაგეგმილ გამოფენებში.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ის ასევე გალერია „ვარლას“ მიერ ორგანიზებულ გამოფენებშიც მონაწილეობდა.
როგორც უკვე ავღნიშნეთ, 2022 წლიდან პედაგოგი მოსე ხონელის სახელობის ხონის N1 საჯარო სკოლაში მუშაობს. ანას მეუღლე და ორი შვილი ჰყავს.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
რომელ რეგიონში რამდენი მანდატურის ვაკანსია გამოცხადდა - ჩამონათვალი
15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„დიდი მადლობა ბატონ ლევან გვეტაძეს ყურადღებისთვის“
დირექტორმა, ნარგიზ სამხარაძემ და პედაგოგებმა მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს და ცოდნის, აღმოჩენების, ახალი გამოცდილებისა და წარმატების კიდევ ერთი წელი უსურვეს