სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

კიროვაკანის საჯარო სკოლის ქართული ენის მასწავლებელმა, მაია ვახტანგიშვილმა მოსწავლეებს თამაშების კვირეული მოუწყო
23-01-2023
-
+


2022-2023 სასწავლო წლის პირველი სემესტრის მიწურულს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კიროვაკანის საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებთან ქართული ენის მასწავლებელმა, მაია ვახტანგიშვილმა თამაშების კვირეული გამართა.

კვირეულის მიზანი იყო, სახალისო და საინტერესო მიდგომებით, არაფორმალურ გარემოში მოსწავლეთა ინტელექტუალური შესაძლებლობების გამოვლენა.

ერთი კვირის განმავლობაში, ბავშვებმა იხალისეს, ითამაშეს, აუმაღლდათ  მოტივაცია არასაგაკვეთილო მოცემულობაში ქართული ლექსიკის დამახსოვრებასა და გამოყენებაში.

პედაგოგ მაია ვახტანგიშვილის თქმით, მსგავსი ტიპის აქტივობები მოსწავლეთა მოტივაციასა და ჩართულობაზე დადებითად აისახება.

„მოსწავლეებს წინასწარ მივაწოდე ინსტრუქცია თითოეულ თამაშთან დაკავშირებით და ასევე, საჭირო ენობრივი საშუალებები. სამივე თამაშმა - „რა დევს ყუთში?“ „მოუძებნე სინონიმი-ანტონიმი“, „იპოვე ასო-ბგერა, ააწყვე სიტყვა“ ჩაიარა ძალიან საინტერესოდ, ხალისიანად და კონკურენტულად. ვფიქრობ, აუცილებელია მოსწავლეებთან არაფორმალური განათლების კუთხით სხვადასხვა აქტივობების განხორციელება, რაც ცალსახად ამაღლებს მათ ჩართულობას, უნარების გამოვლენას და თავისუფალ კომუნიკაციას. გვქონდა ასევე დაწესებული საჩუქრები, რომლებიც, თითოეულ მოსწავლეს გადაეცა“- აღნიშნავს პედაგოგი მაია ვახტანგიშვილი. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

შარშან ადმინისტრაციას 10-ის ნაცვლად 20 პროცენტით გაეზარდა ანაზღაურება და მომდევნო წლის ბიუჯეტიც მზარდია

სკოლებს ახალი უფლებამოსილება მიენიჭათ - მინისტრის ბრძანება ძალაშია

12 ახალი კადრის მისაღებად კონკურსი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა გამოაცხადა - ვადები და დეტალები

„შემოგვაქვს სმარტ-კლასები“... - ახალი სასწავლო წლის ცვლილებებზე მინისტრის განმარტებები

1-ელ ოქტომბრამდე მოსწავლის მობილობა დაუშვებელია - მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც სკოლის შეცვლისას უნდა იცოდეთ

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„მასწავლებელი არის გზამკვლევი, რომლის ქცევას, ვიზუალს, ღიმილსა და განწყობას მოსწავლე პირველივე წამიდან ითვისებს“...

„განსაკუთრებით საამაყოა, რომ ამ საერთაშორისო შეფასების ნაწილი ქალაქ თბილისის N117 საჯარო სკოლაც იყო“
 

სკოლამ მომავალ პირველკლასელებსა და მათ მშობლებს უმასპინძლა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება