სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სტუდენტებისთვის მობილობის ვადები განისაზღვრა - დეტალები
12-01-2023
-
+


განისაზღვრა 2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობის ვადები: დაწესებულებების მიერ მობილობის წესით მისაღები სტუდენტების ადგილების რაოდენობის მართვის სისტემაში ელექტრონულად წარმოდგენის ვადა - 2023 წლის  13 იანვრიდან 2023 წლის 20 იანვრის ჩათვლით 
 
სახელოვნებო-შემოქმედებითი-სასპორტო კონკურსის შედეგების, სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში,  ელექტრონული ფორმით წარმოდგენა - 2023 წლის 03 თებერვალი

მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა შესახებ დაწესებულებების სამართლებრივი აქტების პროექტების უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ელექტრონულად ასახვის ვადა განისაზღვრა - 2023 წლის  10 თებერვლიდან - 2023 წლის 17 თებერვლის ჩათვლით 
  
 
სტუდენტთა საყურადღებოდ:  
 
 მობილობის ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა განისაზღვრა - 2023 წლის 30 იანვრიდან - 2023 წლის 08 თებერვლის 18:00 საათამდე
 
მობილობის ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციისთვის გადადით შემდეგ ბმულზე (students.emis.ge) 
 
ყურადღება:  ის სტუდენტები, რომლებიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩაირიცხნენ 2020 და შემდგომი წლების ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე და სურთ მობილობით სარგებლობა, უნდა აკმაყოფილებდნენ მიმღები პროგრამის დაშვების წინაპირობებს და ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩაბარებული უნდა ჰქონდეთ შესაბამისი სავალდებული საგანი/საგნები (გადალახული უნდა ჰქონდეს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი).  
 
სახელოვნებო-შემოქმედებით და სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამაზე მობილობის მსურველი, 2022 წლის 03 თებერვლამდე გადის კონკურსს დაწესებულების მიერ დადგენილი წესით. 
 
მობილობის შედეგების ნახვა შესაძლებელი იქნება 2023 წლის 10 თებერვალს.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში

პიროვნება
სკოლები
აქტივობის ფარგლებში ბავშვებმა გააცნობიერეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ხეების დარგვა, მცენარეების მოვლა და გარემოს დაცვა
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება