სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

20 ანდაზა, რომლებიც სწავლა-განათლების მნიშვნელობაზე დაგაფიქრებთ
14-01-2023
-
+


ქართულ ენაში სწავლა-განათლებაზე და ცოდნის მნიშვნელობაზე არაერთი ანდაზაა როგორც ხალხური, ასევე ლიტერატურული. თითოეულ მათგანში დიდი სიბრძნეა ჩადებული.

მასწავლებელს ანდაზების გამოყენება სასწავლო პროცესში, შესაფერის დროს შეუძლია, თუმცა მხოლოდ ანდაზების წარმოთქმას შედეგი არ ექნება, თუ მოსწავლეებს არ აუხსენით, განუმარტავთ და დაუსაბუთებთ ნათქვამს.

20 ანდაზა, რომლებიც სწავლა-განათლების მნიშვნელობაზე დაგაფიქრებთ:

  • განათლება ბნელეთის მოციქულთა მმუსვრელიაო.
  • სწავლა გონების საზრდოა და ჭკუის წარმატებაო.
  • სწავლა და გამოცდილება პირბასრი იარაღია.
  • სწავლა კაცს სიბერემდე არ მოსჭარბდებაო.
  • სწავლა მადლის დედაა, ბედის გასაღებიო.
  • სწავლა სიბერემდეო.
  • სწავლა ცოდნის თესლია და ცოდნა - ბედნიერებისაო.
  • სწავლის ძირი მწარე არის, კენწეროში გატკბილდების.
  • სწავლისაგან გამდიდრება სიმდიდრეზე უმდიდრეა.
  • ცოდნა გონების ფარია, თუ რომ არავინ არიაო.
  • ცოდნა სამოთხეა, არცოდნა - ჯოჯოხეთიო.
  • ცოდნა სინათლეა, უცოდინარობა - სიბნელეო.
  • ცუდი ჩვეულებისათვის ჭკვიანსაც სულელს დაუძახებენო.
  • ჭკვიანისაგან ძაგება გიჯობს, სულელის ქებასაო.
  • ჭკვიანი თავს ადანაშაულებს, სულელი - მეგობარსაო.
  • ჭკვიანი კაცი გულს კი არა, გონებას უჯერებსო.
  • ჭკუა გონების სალესავიაო.
  • ჭკუას მეზობლებში ვერ ისესხებო.
  • თუ კაცსა ცოდნა არა აქვს გასტანჯავს წუთისოფელი.
  • ყრმა სწავლაში მომშვიდდების, რკინა ცეცხლში გარბილდების.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში

„სისტემის რეფორმის ერთ-ერთი მიზანი პედაგოგების ღვაწლის სათანადოდ დაფასებაა“...

ინფორმაცია გამოცდაზე გასვლის მსურველი მასწავლებლებისთვის - რა დოკუმენტი უნდა წარადგინოთ 6 ნოემბრამდე და ვის ეხება NAEC-ის განცხადება

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

მასწავლებელთა შეფასების კომისიის წევრების შერჩევის წესი სკოლებისა და რესურსცენტრებისთვის

პიროვნება

„მოსწავლეს უხარია, როდესაც ხედავს საკუთარ წარმატებას, იღებს აღიარებას და გრძნობს, რომ მისი ძალისხმევა დაფასებულია“

„ახალმა რეგულაციებმა როგორც პედაგოგებში, ასევე მშობლებში დიდი აღფრთოვანება გამოიწვია“

სკოლები
სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყემლოვანის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება