სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მეორე ტურში გადადის მხოლოდ 1000 მოსწავლე თითო საგანში - „ნაეკის“ განმარტება ოლიმპიადაზე
19-12-2022
-
+


2022-2023 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ეტაპის ქულების გამოქვეყნებამ მოსწავლეთა ნაწილში გაურკვევლობა გამოიწვია. ამიტომაც დამატებით განმარტებას გთავაზობთ;

პირველი ტურის გამარჯვებულია ის მონაწილე, რომელმაც დააგროვა ამა თუ იმ საგნის ტესტის მაქსიმალური ქულის არანაკლებ 60%-ისა და მოხვდა შესაბამისი კლასისა და საგნის რეიტინგული სიის პირველ 1000 მოსწავლეს შორის (ან მისი ქულა ემთხვევა რეიტინგულ სიაში მეათასე ადგილზე მყოფის ქულას).

„ნაეკის“ განმარტებით მეორე ტურში გადამსვლელთა მინიმალური ქულა შესაძლოა უფრო მაღალი იყოს ვიდრე მათ (ცენტრს) აქვთ განსაზღვრული. მოსწავლეების პროტესტზე რომ ინლისურ ენაში 40 ქულა იყო მაქსიმალური და 39 ქულა გამსვლელი რატომ უნდა იყოს, ცენტრი პასუხობს, რომ  „მეორე ტურში გადადის მხოლოდ 1000 მოსწავლე და მაგ.: ინგლისური ენის რეიტინგულ სიაში არ აღმოჩნდა არც ერთი უფრო დაბალ ქულიანი მოსწავლე, შესაბამისად, მინიმალური გამსვლელი ქულაა 39“.

ოლიმპიადის პირველი ტურის შედეგების ნახვა შეუძლია ოლიმპიადაში ჩართული სკოლების ადმინისტრაციას ამ ბმულის საშუალებით (შედეგების სანახავად პირველ ველში უნდა შეიყვანოთ ოთხნიშნა, ხოლო მეორე ველში ცხრანიშნა კოდი).
ასევე ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ რომელ ადგილას მოხვდა რეიტინგულ სიაში, მოსწავლეს საკუთარი სკოლის ადმინისტრაცია მიაწვდის.


იხილეთ ასევე:

სკოლის ადმინისტრაცია ტესტირების შედეგებს ამ ბმულით ნახავს - NAEC-მა ოლიმპიადის პირველი ტურის რეიტინგული სია გამოაქვეყნა

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„მხოლოდ ამა თუ იმ სასწავლო საგანში სიბეჯითით არ უნდა შემოვიფარგლოთ“ - პატრიარქი განათლებაზე

სამინისტროსთან არსებული საკონსულტაციო საბჭო პედაგოგებისგან დაკომპლექტდება - ცნობილია ვინ გახდებიან წევრები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები დაიწყო - ინსტრუქცია და რეკომენდაციები 

მასწავლებლის ახალი პროფესიული სტანდარტი დამტკიცდა - ვალდებულებები, მოთხოვნები, ცვლილებები

ბაღებში სააღმზრდელო წელი 21 სექტემბერს დაიწყება - ინფორმაცია სოციალურ ქსელში რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანებამ გამოაქვეყნა

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ახალი სასწავლო წლის მოახლოება ყოველთვის დიდ ემოციებთან და სამზადისთანაა დაკავშირებული“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება