სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

630-მა მანდატურმა დამატებითი გადამზადება გაიარა
07-12-2022
-
+


ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ გლობალური კამპანიის ფარგლებში, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის თემაზე, ბათუმში, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურებისთვის 5 დღიანი ტრენინგი გაიმართა. ტრენინგში აჭარისა და გურიის რეგიონებიდან 13 მანდატური მონაწილეობდა.

ტრენინგის ფარგლებში, მონაწილეები გაეცნენ ისეთ საკითხებს, როგორიცაა: გენდერული თანასწორობა და ადამიანის უფლებები, გენდერული პოლიტიკა და მიდგომები; ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა -  ფორმები, გამომწვევი მიზეზები და შედეგები; საქართველოს კანონმდებლობა ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების მიმართულებით; საერთაშორისო კონვენციები; ოჯახში ძალადობის მსხვერპლის ფსიქოლოგიური პორტრეტი, ბავშვზე ოჯახში ძალადობის ამოცნობა  - ემოციური და ქცევითი სასიგნალო ფაქტორები;  ოჯახში ძალადობის მსხვერპლი და მოწმე ბავშვების თავისებურებები და რეაქციები; სექსუალური ძალადობის ბაზისური საკითხები და კომუნიკაციის ძირითადი პრინციპები.

ტრენინგი პროგრამის „ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ ფარგლებში ჩატარდა, რომელსაც გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Women) და გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) ევროკავშირის (EU) ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებენ.

სასწავლო მოდული - „გენდერული მეინსტრიმინგი განათლებაში: ძალადობა გენდერული ნიშნით და ოჯახში ძალადობა“, გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივითა და ევროკავშირის მხარდაჭერით, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურთან თანამშრომლობით შეიქმნა. აღნიშნული სატრენინგო მოდულით თბილისში, ქვემო ქართლსა და გურიაში უკვე გადამზადდა საგანმანთლებლო დაწესებულების 630 მანდატური.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

ბაღების სააგენტომ საახალწლოდ ტკბილეულის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

პატარებს წინ საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავლებით სავსე სასკოლო ცხოვრება ელოდებათ

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პირველკლასელებს
 
მოსწავლეთა მონაწილეობით ლამაზი ღონისძიება გაიმართა
 

მოსწავლეებმა ბევრი იხალისეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება