სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რა უნდა იცოდნენ ორ სკოლაში დასაქმებულმა მასწავლებლებმა სტატუსის ასამაღლებლად
13-11-2022
-
+


კარიერული წინსვლის მსურველი მასწავლებლებისთვის, რომლებიც ერთზე მეტ სკოლაში მუშაობენ, სტატუსის ასამაღლებლად ისევე აუცილებელია შესაბამისი პროფესიული უნარების გამოცდის ჩაბარება, როგორც მხოლოდ ერთ სკოლაში დასაქმებულებისთვის, თუმცა დანარჩენ ნაბიჯებში განსხვავება ისაა, რომ პრაქტიკული საქმიანობის შეფასებისთვის ერთზე მეტ საგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმებულ პედაგოგს ცენტრს ყველა იმ სკოლის დირექტორი წარუდგენს, სადაც ის მუშაობს.

მოგეხსენებათ, სტატუსის ასამაღლებლად მხოლოდ პროფესიული უნარების გამოცდის წარმატებით ჩაბარება არაა საკმარისი. წამყვანობისა და მენტორობის მსურველები პრაქტიკული საქმიანობის მიმართულებითაც უნდა შეფასდნენ.

მასწავლებელმა, გამოცდის ჩაბარების შემდეგ, საკუთარ პორტფოლიოში ყველა ის აუცილებელი დოკუმენტი უნდა ატვირთოს, რაც სტატუსის ცვლილებისთვისაა საჭირო. როდესაც პედაგოგი დარწმუნდება, რომ მისი საქმიანობის დამადასტურებელი მტკიცებულებები სრულყოფილია და  შესაბამისობაშია მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით გათვალისწინებულ სტატუსის მოთხოვნებთან, მან წერილობით უნდა მიმართოს დირექტორს, რათა სკოლის ხელმძღვანელმა ის სტატუსის ასამაღლებლად პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს წარუდგინოს.

დოკუმენტის თანახმად, რომელიც უწყებამ მასწავლებელთა პრაქტიკული საქმიანობის შეფასებისთვის შეიმუშავა, სკოლის დირექტორი წერილობით წარადგენს წინადადებას განათლების მართვის ელექტრონულ სისტემაში (eschool). სკოლის დირექტორი  ცენტრს წარუდგენს წინადადებას სტატუსის ცვლილების მსურველი მასწავლებლის შეფასების შესახებ. წარდგინებით სკოლის ხელმძღვანელმა უნდა დაადასტუროს:

  • მასწავლებლის პორტფოლიოში წარმოდგენილი მასალის ავთენტურობა;
  • მასწავლებლის წვლილი სკოლის/ სასკოლო თემის განვითარების პროცესში;
  • მასწავლებლის პროფესიული ეთიკა სასკოლო საზოგადოების წევრებთან (მოსწავლეები, მასწავლებლები, მშობლები) ურთიერთობის პროცესში.

წინადადების წარდგენაში გათვალისწინებული უნდა იყოს სასკოლო საზოგადოების  აზრი.

დოკუმენტში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ იმ შემთხვევაში, თუ მასწავლებელი დასაქმებულია ერთზე მეტ საგანმანათლებლო და დაწესებულებაში, წინადადებას წარადგენს თითოეული სკოლის დირექტორი. შესაბამისად, თითოეული სკოლის დირექტორს, სადაც პედაგოგი მუშაობს, მოუწევს მასწავლებლის პორტფოლიოში წარდგენილი მასალის ავთენტურობის დადასტურება, ასევე პედაგოგის დახასიათება, თუ რას ფიქრობს მასზე სასკოლო საზოგადოება და რამდენადაა მასწავლებელი ჩართული თითოეული სკოლის განვითარების პროცესში.

იხილეთ ასევე: პედაგოგებს პრაქტიკული საქმიანობის დოკუმენტის პირველადი ვერსია დაეგზავნათ - გარე დაკვირვება გაუქმდა


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

სახელმწიფო უნივერსიტეტებში მობილობის წესები იცვლება – რა შეზღუდვები ამოქმედდება 2026-2027 სასწავლო წლიდან

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება