სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

მარაბდის საჯარო სკოლაში გარემოსდაცვითი პროექტის ფარგლებში, არაერთი საინტერესო აქტივობა გაიმართა
27-10-2022
-
+


9 ძმა ხერხეულიძის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მარაბდის საჯარო სკოლაში პროექტ „გავუფრთხილდეთ გარემოს“, ფარგლებში, სხვადასხვა საინტერესო აქტივობები იმართება. 

სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრები და სხვადასხვა კლასის მოსწავლეები აღნიშნულ პროექტში აქტიურად მონაწილეობენ. 

VIII-IX კლასის მოსწავლეები სოფლის დეპუტატსა და წარმომადგენელს შეხვდნენ და თხოვნით მიმართეს, რომ დამატებით ორი ნაგვის ურნა გამოყონ, რადგან სოფლის საჭიროებებიდან გამომდინარე, აუცილებელია. მათ ადგილობრივი თვითმმართველობის საშუალებით, მუნიციპალიტეტის დასუფთავების სამსახურს ხმა მიაწვდინეს.

გარდა ამისა, მოსწავლეებმა სკოლის ეზოსა და მიმდებარე ტერიტორიაზე მოამზადეს ორმოები და სხვადასხვა მცენარე დარგეს.

მათ ინფორმაცია დანაგვიანების შედეგად გამოწვეული შედეგების, ნიადაგის დაბინძურებისა და პლასტიკური ნარჩენების მავნებლობის შესახებ მოიძიეს. შემდეგ პრეზენტაციები მოამზადეს და ცოდნა ერთმანეთს გაუზიარეს.

გარდა ამისა, დაამზადეს ბუკლეტები, რომელბიც სკოლასა და თემში გაავრცელეს. მოსწავლეებმა გარემოს დაცვის თემაზე შექმნეს ნახატები, დაამზადეს კედლის გაზეთები, მოაწყვეს გამოფენა და თემატური კუთხე.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

რომელი საგნის მასწავლებლების შერჩევა დაიწყო - განაცხადები 19 ოქტომბრის ჩათვლით მიიღება

მასწავლებლებმა შუალედური და საბოლოო ანგარიშები უნდა მოამზადონ - სამინისტრომ კადრების შერჩევა დაიწყო

სკოლებში კონფლიქტების, ბულინგისა და დისციპლინური გამოწვევების პრევენციისთვის ახალი პროგრამა ინერგება

პიროვნება
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სიონის საჯარო სკოლის დირექტორი ეკა ჩაბაიძე პასუხობს
 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეფრემოვკის საჯარო სკოლის დირექტორი ნვარდ სოგოიანი პასუხობს

სკოლები

„სწავლა ნამდვილ სიხარულად იქცევა, როდესაც მოსწავლე თავისუფლად გამოხატავს საკუთარ აზრს“

 

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია კეთილგანწყობილი, ჯანსაღი გარემოს შექმნა“

 
„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეზე ორიენტირებული ახალი სასკოლო-სასწავლო გეგმის შედგენა“
 
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება