| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტუნის საჯარო სკოლის პედაგოგ გურამ მურმანიშვილისთვის სასწავლო წლის დასაწყისში ერთ-ერთი მთავარი ამოცანა მოსწავლეებისთვის უსაფრთხო და კეთილგანწყობილი გარემოს შექმნაა.
როგორც თავად ამბობს, წარმატებული გაკვეთილი გააზრებულ დაგეგმვასა და მრავალფეროვან აქტივობებს ეფუძნება, საგაკვეთილო აქტივობები კი ისე უნდა იყოს შერჩეული, რომ ყველა მოსწავლემ შეძლოს ჩართვა.
მარტუნის საჯარო სკოლის ქართული ენის მასწავლებელი გურამ მურმანიშვილი etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში საუბრობს როგორ უნდა დაიწყოს სასწავლო წელი წარმატებით, რას უნდა დაეფუძნოს კარგი გაკვეთილი და როდის იქცევა სწავლა მოსწავლისთვის ნამდვილ სიამოვნებად.
- სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია...
- სასწავლო გარემო იყოს მოსწავლისათვის უსაფრთხო, მოსწავლემ იგრძნოს თავი დაცულად, იყოს უზრუნველყოფილი ყველა სასწავლო რესურსით.
- გაკვეთილის დაგეგმვისას პირველ რიგში ვფიქრობ...
- რომ მასწავლებელი წინასწარ იყოს მზად გაკვეთილისთვის, მრავალფეროვანი და მკაფიო აქტივობებით, რომელიც იქნება მორგებული თითოეულ მოსწავლეზე.
- გაკვეთილი მაშინ არის წარმატებული, როდესაც...
- თითოეული მოსწავლე ჩართულია სასწავლო პროცესში, მიზანი მორგებული და გავდივარ შედეგზე.
- ჩემი იდეალური გაკვეთილი იწყება...
- პოზიტიური განწყობით, თემის შესაბამისი დავალებებით და სწორად შერჩეული აქტივობებით.
- მოსწავლეებში ინტერესის გასაღვიძებლად ვიყენებ...
- რეალურ ცხოვრებასთან დაკავშირებულ მაგალითებს, ინტერაქციულ აქტივობებს და თვალსაჩინოებებს.
- მოსწავლეს ყველაზე მეტად უხარია, როდესაც...
- აქტიურადაა ჩართული საგაკვეთილო პროცესში. ასრულებს მრავალფეროვან, სწორად დაგეგმილ მასზე მორგებულ აქტივობას და კლასის ორგანიზების ფორმა სწორადაა შერჩეული.
- სწავლა ნამდვილ სიხარულად იქცევა, როდესაც...
- მოსწავლე თავისუფლად გამოხატავს საკუთარ აზრს. ესმის მის მიერ დასმულ შეკითხვებზე პასუხი.
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
მასწავლებლებმა შუალედური და საბოლოო ანგარიშები უნდა მოამზადონ - სამინისტრომ კადრების შერჩევა დაიწყო
სკოლებში კონფლიქტების, ბულინგისა და დისციპლინური გამოწვევების პრევენციისთვის ახალი პროგრამა ინერგება
„სწავლა ნამდვილ სიხარულად იქცევა, როდესაც მოსწავლე თავისუფლად გამოხატავს საკუთარ აზრს“
მასწავლებლობა მხოლოდ საგნის სწავლება კი არა, სულის ძერწვის ხელოვნებაა