სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები, პიროვნება

„მოსწავლეს ყველაზე მეტად უხარია, როდესაც მის პროგრესს ამჩნევენ, აფასებენ და მხარს უჭერენ“ - ეფრემოვკის საჯარო სკოლის დირექტორი ნვარდ სოგოიანი
07-10-2026
-
+


ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეფრემოვკის საჯარო სკოლის დირექტორ ნვარდ სოგოიანისთვის სასწავლო წლის წარმატებული დასაწყისი, პირველ რიგში, მართვის მკაფიო სტრატეგიის შემუშავებას, გუნდის ერთიანობას, მოსწავლეებისთვის უსაფრთხო და მამოტივირებელი გარემოს შექმნას უკავშირდება. მოსწავლეებს ხარისხიან განათლებას სთავაზობს და ყველაფერს აკეთებს რომ მოსწავლეებს სწავლა ნამდვილ სიხარულად უქციოს. 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეფრემოვკის საჯარო სკოლის დირექტორი ნვარდ სოგოიანი პასუხობს. 

- სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია…

- როგორც დირექტორისთვის, სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია გუნდის ერთიანობა, მართვის მკაფიო სტრატეგია და უსაფრთხო, მოტივირებული გარემოს შექმნა.

- გაკვეთილის დაგეგმვისას პირველ რიგში ვფიქრობ...

- სასწავლო მიზნებსა და მისაღწევ შედეგებზე.

- გაკვეთილი მაშინ არის წარმატებული, როდესაც...

- მოსწავლეები აღწევენ სასწავლო შედეგებს და არიან მაქსიმალურად მოტივირებულები.

- ჩემი იდეალური გაკვეთილი იწყება...

- მოსწავლეთა ინტერესის გაღვივებით, გამოწვევით და პოზიტიური განწყობის შექმნით.

- მოსწავლეებში ინტერესის გასაღვიძებლად ვიყენებ...

- ინტერაქციულ მეთოდებს, პრობლემურ კითხვებსა და თვალსაჩინოებებს.

- მოსწავლეს ყველაზე მეტად უხარია, როდესაც...

- მის პროგრესს ამჩნევენ, აფასებენ და მხარს უჭერენ.

- სწავლა ნამდვილ სიხარულად იქცევა, როდესაც...

- მიღებული ცოდნა პრაქტიკულია და ბავშვი თავად ხდება აღმოჩენების მონაწილე.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მოზარდი, რომელმაც თბილისში ერთი ადამიანი დაჭრა, დაკავებულია - დანაშაული 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს

პირველი უქმე დღე სკოლებისა და ბაღებისთვის ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წლის დაწყებიდან - 14 ოქტომბერი დასვენებაა

„საშუალო მაჩვენებელი გამოითვლება, გააჩნია, რამდენსაათიანი დატვირთვა აქვს პედაგოგს“

EQAR-ში რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს 

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეფრემოვკის საჯარო სკოლის დირექტორი ნვარდ სოგოიანი პასუხობს

სკოლები

პატარა მკითხველებს ქართული სიტყვის დიდ გზაზე მეგზურობას ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ანა დოლიძე უწევს

მე-9 კლასელი ფინალში 7 იტალიელ მონაწილეს შორის მოხვდა და ღირსეული გამარჯვება მოიპოვა

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება