| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქუთაისის N10 საჯარო სკოლის დირექტორ ონისე ბოჭორიშვილისთვის სასწავლო წელი, პირველ რიგში, მოსწავლეზე ორიენტირებული ახალი სასკოლო-სასწავლო გეგმის შედგენით იწყება.
სკოლის ხელმძღვანელისთვის ხარისხიანი განათლება მხოლოდ ცოდნის გაზიარებას არ გულისხმობს, მისთვის მთავარი ამოცანაა მოსწავლეებში თემისადმი ინტერესის გაღვივება და ჩვენება, თუ რატომ არის კონკრეტული საკითხის შესწავლა მნიშვნელოვანი.
მისი თქმით, წარმატებული გაკვეთილის ერთ-ერთი წინაპირობა მოსწავლეთა სრული ჩართულობაა, ბავშვებთან მათთვის გასაგებ ენაზე საუბარი კი სწავლისადმი ინტერესის გაღვივების ერთ-ერთ ეფექტურ გზად მიაჩნია. საბოლოო მიზანი კი მარტივია მოსწავლემ გაკვეთილის დასრულებისას იცოდეს იმაზე მეტი, ვიდრე მანამდე იცოდა.
ქუთაისის N10 საჯარო სკოლის ხელმძღვანელი გვიზიარებს საკუთარ ხედვას როგორ უნდა დაიწყოს სასწავლო წელი წარმატებით, რას უნდა დაეფუძნოს კარგი გაკვეთილი და როდის იქცევა სწავლა მოსწავლისთვის ნამდვილ სიხარულად.
- სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია...
- მოსწავლეზე ორიენტირებული ახალი სასკოლო-სასწავლო გეგმის შედგენა.
- გაკვეთილის დაგეგმვისას პირველ რიგში ვფიქრობ...
- გავუჩინო მოსწავლეს ინტერესი თემის შესწავლის აუცილებლობის შესახებ. (საგანი ისტორია)
- გაკვეთილი მაშინ არის წარმატებული, როდესაც...
- მასში ჩართულია მოსწავლეთა სრული შემადგენლობა.
- ჩემი იდეალური გაკვეთილი იწყება...
- მოსწავლეთა სრულ შემადგენლობაში (ხშირ შემთხვევაში განსაკუთრებით მაღალ კლასებში არის დასწრების პრობლემა)
- მოსწავლეებში ინტერესის გასაღვიძებლად ვიყენებ...
- მედია საშუალებებს.
- მოსწავლეს ყველაზე მეტად უხარია, როდესაც...
- მისთვის გასაგებ ენაზე ესაუბრები თემის გარშემო.
- სწავლა ნამდვილ სიხარულად იქცევა, როდესაც...
- მოსწავლეთა ჩართულობა საგაკვეთილო პროცესში არის სრულად და მოსწავლეს გაკვეთილიდან მიაქვს გარკვეული ინფორმაცია - მოსწავლემ შეიძინა იმაზე მეტი, რაც იცოდა.
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სკოლებში კონფლიქტების, ბულინგისა და დისციპლინური გამოწვევების პრევენციისთვის ახალი პროგრამა ინერგება
მასწავლებლობა მხოლოდ საგნის სწავლება კი არა, სულის ძერწვის ხელოვნებაა