სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, ეტალონი

„ეტალონის“ საშუალებით ბავშვები საკუთარი თავის რეალიზებას ახდენენ“- ხობის ეტალონი მოსწავლის ვინაობა ცნობილია
26-10-2022
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ მიზანი მოსწავლეებში განათლების ხელშეწყობა, მოტივაციის გაზრდა და წახალისებაა. ტრადიციად ქცეულ სახალხო კონკურსში მოსწავლეები მთელი ქვეყნიდან ერთვებიან.

21 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონის“ დისტანციური კონკურსის ფარგლებში 2022 წლის ხობის „ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა.

➤ „ხობის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მფლობელი გახდა - ახალი ხიბულის N2 საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე სოფო ბასილაია.

შეგახსენებთ, რომ კონკურსის პირველი და მეორე ეტაპები ტესტირების სპეციალური პორტალის საშუალებით გაიმართა. 

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციური ფორმატით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, მოტიცავია-წახალისება და ამ მიზნით თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება.

ინტელექტ-ჩემპიონატის კონკურსის მონაწილე ყველა მოსწავლე ხობის მუნიციპალიტეტის გერბით დამშვენებული, „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელით, ხოლო მეორე ეტაპში - ონლაინ ოქროს სიგელით დაჯილდოვდა. 

გამარჯვებული მოსწავლეები შემდგომში თავის მუნიციპალიტეტებს წარმოადგენენ LIVE ვიდეო-ფორმატის კონკურსში და შეეჯიბრებიან სხვა მუნიციპალიტეტების გამარჯვებულებს. 

კონკურსი ხობის მუნიციპალიტეტის მერიისა და ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერით გაიმართა. 

კონკურსის შესახებ შთაბეჭდილებებს etaloni.ge-ს „ეტალონი მოსწავლე“, ხობის მერიის წარმომადგენელი, რესურსცენტრის ხელმძღვანელი, დირექტორი და პედაგოგი უზიარებენ.

ბეატრისა რუსია, ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი:

უპირველეს ყოვლისა მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ ძალიან საინტერესო ინტელექტუალური თამაშია. იგი მომავალი თაობისთვის წამახალისებელია. ბავშვების მიზანია გაიმარჯვოს და საკუთარი ცოდნა გამოავლინოს. პროექტის საშუალებით ბავშვები საკუთარი თავის რეალიზებას ახდენენ და მათ მომავალ ცხოვრებაზე ეს ყველაფერი დადებითად აისახება. ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ ასე ვთქვათ, არასდროს იცვლის ფერს.

ელისო კვიკვინია, ხობის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის,  განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი:

ჩვენი მუნიციპალიტეტის სკოლები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ ძალიან აქტიურად ჩაერთნენ. ბავშვებში პროექტი ძალიან დიდი მოწონებით სარგებლობს და იმედი გვაქვს ჩემპიონატთან თანამშრომლობას კვლავ ასე აქტიურად გავაგრძელებთ. პროექტი მოსწავლეებში ერთგვარ წახალისებასა და მოტივაციას იწვევს, რაც უფრო საინტერესო ფორმატს სძენს. წელს, „ხობის ეტალონი მოსწავლის“ სტატუსი ახალი ხიბულის N2 საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლეს, სოფო ბასილაიას ხვდა წილად და ვულოცავ მას ამ დიდ წარმატებას. 

სოფო ბასილაია, „ხობის ეტალონი მოსწავლე“:

„ხობის ეტალონი მოსწავლის“ სტატუსს ნამდვილად არ ველოდი და ძალიან მიხარია, რომ ამ ყველაფერს მივაღწიე. ჩემთვის ეს სტატუსი ძალიან საპასუხისმგებლოა, რადგან დიდი ხანია ჩემს სკოლას „ეტალონი მოსწავლე“ არ ჰყოლია. ტესტები პირადად მე ძალიან არ მერთულა. აქამდე თავდაჯერებული არ ვიყავი და „ეტალონმა“ მე ეს შემმატა, ასევე მომცა შანსი უფრო მეტი გავაკეთო. ჩემს თანატოლებს პროექტში მონაწილეობას ვურჩევ, რადგან უფრო მეტის გაკეთების საშუალება ექნებათ და თავიანთ თავს მეტად შეიცნობენ.

ნინო ჭილაია, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი ხიბულის N2 საჯარო სკოლის დირექტორი:

ძალიან გამიხარდა, როდესაც ჩემი მოსწავლის ეს უდიდესი წარმატება შევიტყვე. ვფიქრობ, ეს სტატუსი ჩვენი სკოლისთვის ნიშნავს, რომ მოსწავლეები უფრო მოტივირებულები გახდებიან და მომავალი წლისთვის უკეთესად მოემზადებიან. ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ შემეცნებითი კუთხით ბავშვებისთვის ძალიან კარგია. მისი საშუალებით საგნების მიხედვით საკუთარ ცოდნას იღრმავებენ და ახალ გამოცდილებას იძენენ.

მარინე გოლავა, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი ხიბულის N2 საჯარო სკოლის პედაგოგი:

ჩვენი სკოლისთვის ეს წარმოუდგენლად დიდი სიხარული იყო, რადგან ამ პროექტში უკვე დიდი ხანია, რაც აქტიურად ვართ ჩართულები. პროექტი მოსწავლეებისთვის დიდი მოტივაციაა, ასევე ეჩვევიან დამოუკიდებლად მუშაობას და შეჯიბრებითობას. პირადად მე ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი პროექტია.

ასევე იხილეთ:

2022 წლის ხობის, წალენჯიხის, შუახევის, ნინოწმინდის და საჩხერის „ეტალონი მოსწავლეები“ გამოვლინდნენ

„ეტალონის“ II ეტაპის მონაწილეთა სია - ხობი, წალენჯიხა, შუახევი, ნინოწმინდა და საჩხერე

„ბავშვები ჩემპიონატის დაწყებას წლიდან-წლამდე ელიან“-ხობის, წალენჯიხის, შუახევის, ნინოწმინდის და საჩხერის მუნიციპალიტეტებში „ეტალონის“ I ეტაპი გაიმართა

ხობის, წალენჯიხის, შუახევი, ნინოწმინდის და საჩხერის მუნიციპალიტეტების მოსწავლეთა საყურადღებოდ - თქვენთვის „ეტალონი“ გაიმართება

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

საჯარო სკოლის პედაგოგებმა TikTok-ზე ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ვიდეოების გამო იჩივლეს 

 

 

ჩარიცხულთა ყველაზე მასშტაბური წილი მოდის სამ მსხვილ სახელმწიფო უნივერსიტეტზე - თსუ, სტუ და ილიაუნი ლიდერები არიან

მოვალეობის შემსრულებელი დირექტორად დაინიშნა - საკადრო ცვლილება სამინისტროს სსიპ-ში

გილოცავთ ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

ალასტანის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები სტუდენტები გახდნენ

ტყემლოვანის საჯარო სკოლის დირექტორი გიზო კაპანაძე და ადმინისტრაცია უდიდესი სიყვარულით ულოცავენ კურსდამთავრებულებს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას
 
„სიამაყითა და სიხარულით გილოცავთ სტუდენტობას!“ - ალპანის საჯარო სკოლის დირექტორი კურსდამთავრებულებს სასურველ უმაღლესებში ჩარიცხვას ულოცავს

გილოცავთ, გისურვებთ წარმატებულ სტუდენტურ ცხოვრებას და ახალი მწვერვალების დაპყრობას

142-ე საჯარო სკოლის დირექტორი კურსდამთავრებულებულებს სასურველ უნივერსიტეტებში ჩარიცხვას ულოცავს

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება