სიახლეები
სიახლეები, პიროვნება, ინტერვიუ

„დირექტორი მოსწავლეების, პედაგოგების მეგობარი და ინტერესების გამტარებელი უნდა იყოს“ - სენაკის N3 საჯარო სკოლის ხელმძღვანელი მარინე ნანეიშვილი
24-10-2022
-
+


სკოლის წარმატებისთვის აუცილებელია დირექტორი იყოს მასწავლებლებისა და მოსწავლეების ინტერესების გამტარებელი. პედაგოგთა პროფესიონალისზმთან ერთად, კი მნიშვნელოვნია გარემო, ამიტომაც სენაკის N3 საჯარო სკოლის დირექტორი მარინე ნანეიშვილი მოხარულია, რომ სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება და მოსწავლეები თანამედროვე სტანდარტებისა და ინფრასტრუქტურის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ისწავლიან. 

მარინა ნანეიშვილი 2017 წლიდან სენაკის N3 საჯარო სკოლის დირექტორია. ჩაბარებული აქვს სამოქალაქო განათლების საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდა და უფროსი პედაგოგია.

- სამოქალაქო განათლების საგანი ერთ-ერთია რომელშიც სამინისტროს ინიციატივით პროექტით სწვალების კომპონენტი დაინერგა. როგორ აფასებთ ამ სიახლეს?

- ძალიან საინტერესოა მოსწავლისთვის მთელი ეს პროცესი და ვფიქრობ, სწავლების ხარისხის გაუმჯობესებისთვის ძალიან კარგი მეთოდია. ახლაც ვასწავლი მეშვიდე კლასის მოსწავლეებს და მინდა გითხრათ, რომ არაჩვეულებრივი ბავშვები არიან. აქტიურად არიან ჩართული სხვადასხვა ტიპის პროექტებში, კომპლექსურ დავალებებსაც ასრულებენ და ძალიან მოსწონთ ეს ყველაფერი.

- ქალბატონო მარინე,  უკვე ცნობილია დირექტორობის მსურველთა სასერტიფიკაციო კონკურსის რეგისტრაციის ვადებისა და სხვა დეტალების შესახებ. თუ აპირებთ გამოცდაზე გასვლას?

- როგორც გვითხრეს სერტიფიცირებული დირექტორებისთვის ტესტი არ არის ჩასაბარებელი. გამოცდა მე ჩაბარებული მაქვს უკვე და ახლა აღარ მომიწევს თავიდან ჩაბარება, მხოლოდ გასაუბრებას გავივლი. როგორც იცით სერტიფიცირების პროცესი ორეტაპიანია, ტესტი და შემდგომ გასაუბრება, შესაბამისად ის დირექტორები, რომლებსაც ჩაბარებული აქვთ გამოცდა ახლა მხოლოდ გასაუბრებაზე გავლენ.

- თქვენი აზრით, როგორი უნდა იყოს დირექტორი?

- სკოლის დირექტორს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აქვს. სტანდარტის მიხედვით ხელმძღვანელ პირს არაერთი ვალდებულება დაეკისრა, თუმცა ეს ასეც უნდა იყოს. ზოგადად, მგონია, რომ დირექტორი პირველ რიგში უნდა იყოს ბავშვების და პედაგოგების მეგობარი და მათი ინტერესების გამტარებელი.

- როგორ ქმნის სენაკის N3 საჯარო სკოლა მოსწავლეებისთვის უსაფრთხო გარემოს ?

- რეგულაციები რომელიც ახლა შემოვიდა ძალიან მკაცრად კონტროლდება. სკოლაში გვყავს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის 2 თანამშრომელი. ასევე ძალიან მკაცრად კონტროლდება მოსწავლეთა დასწრება. ყველა მასწავლებელს აქვს გამოცხადების დღიური, ამასთან ყველა ჯგუფს აქვს თავისი ჩათი, სადაც დამრიგებელი ყოველდღიურ ფორმატში ეხმიანება მშობლებს და ატყობინებს მოსწავლეთა გამოცხადების შესახებ ინფორმაციას და ა.შ. მშობლებთან ძალიან აქტიური კომუნიკაცია გვაქვს. აღსანიშნავია ისიც, რომ მოსწავლე ჩემი ნებართვის გარეშე ვერ დატოვებს სკოლას დროზე ადრე, მხოლოდ ჩემთან შემოსვლისა და მშობელთან კონტაქტის შემდგომ შეუძლია მას ადრე გასვლა.

- მშობლებთან კომუნიკაცია ახსენეთ, რამდენად აქტიურად არიან თქვენი მოსწავლეები მშობლები ჩართული სასკოლო ცხოვრებაში და როგორ არეგულირებთ მათთან ურთიერთობებს?

- ჩვენ გვყავს ძალიან მოტივირებული მშობლები, რომლებიც აქტიურ კომუნიკაციაში არიან კლასის დამრიგებლებთან საგნის მასწავლებლებთან... თუ რაიმე კითხვა აქვთ შეუძლიათ ონლაინ ჩათშიც მოიწერონ. მნიშვნელოვანია რომ მშობლებს ხშირი კომუნიკაცია ჰქონდეს სკოლასთან, რაშიც ჩვენ მაქსიმალურად ვუწყობთ ჩვენ ხელს, კვირაში ერთი დღე გვაქვს გამოყოფილი როცა სკოლაში შემოსვლა  მასწავლებლის თუ დირექციის წარმომადგენლის ნახვა ნებისმიერ მშობელს შეუძლია. თავის მხრივ ამ მხრივ მშობლებს ხელს ძალიან უწყობს ელექტრონული ჟურნალიც, სადაც დეტალურად არის ყველა მოსწავლის აქტივობა აღწერილი, რა გააკეთა ბავშვებმა სკოლაში, როგორ იქცეოდა, რა ნიშნები მიიღო და ა.შ. ამიტომ ვთვლი რომ მშობლებთან კომუნიკაციის პრობლემა ჩვენს სკოლაში პრაქტიკულად არ არსებობს.

- რაც შეეხება უშუალოდ სკოლას, როგორ ფიქრობთ, არის სენაკის N3 საჯარო სკოლა წარმატებული ?

- გასულ სასწავლო წელს  ჩვენი 11 მოსწავლე დაჯილდოვდა კომპიუტერით, რომელიც ბავშვებმა „ჩემი პირველი კომპიუტერის“ პროგრამის ფარგლებში მიიღეს. ასევე, გვყავდა 7 ოქროს და 3 ვერცხლის მედალოსანი კურსდამთავრებული. ეს შედეგები, რა თქმა უნდა, ჩვენი პედაგოგების დამსახურებაა, ჩვენს სკოლაში უფროსი და წამყვანი სტატუსი მქონე პედაგოგები ასწავლიან, რომლებიც ძალისხმევას არ იშურებენ იმისთვის რომ მოსწავლეებმა მაქსიმალური შედეგი აჩვენონ. ვფიქრობ, მასწავლებელთა პროფესიონალიზმი, მშობელთა ჩართულობა განაპირობებს სკოლის წარმატებას.

ასევე მინდა გითხრათ, რომ  ჩვენი სკოლა წელს მოხვდა რეაბილიტაციის პროგრამაში და უნდა აშენდეს თანამედროვე სტანდარტით აღჭურვილი სკოლა, რომელიც 500 მოსწავლეზეა გათვლილი და რომლის ასაშენებლადაც 12 მილიონია გამოყოფილი.  სექტემბრიდან დაიწყება დემონტაჟი და ახალი სკოლის მშენებლობა. ამ პერიოდის განმავლობაში კი სწავლას მეორე კორპუსში განვაგრძობთ. მინდა მადლობა ვუთხრა ჩვენი ქალაქის მერს, ვახტანგ გადელიას, რომ არა მისი ჩართულობა ასეთი გრანდიოზული პროექტი არ დამტკიცდებოდა.

- რამდენად მნიშვნელოვანია გარემო სწავლის მაღალი ხარისხის მისაღებად, თქვენი აზრით, მოქმედებს თუ არა ის მოსწავლეებისა და პედაგოგების მოტივაციაზე?

- ინფრასტრუქტურას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან ის ნამდვილად ზრდის მოსწავლეთა მოტივაციას. ჩვენი სკოლა ნამდვილად საჭიროებდა განახლებას, მიუხედავად იმისა, რომ სკოლას საკმაოდ კარგი შედეგები ჰქონდა.

გვექნება ახალი კომპიუტერული ლაბორატორია, თანამედროვე კლასები რაც რა თმა უნდა გაზრდის მოსწავლეთა ენთუზიაზმს სწავლისადმი, ამასთან, ჩვენ გვყავს 15 სსსმ მოსწავლე ასე რომ ნამდვილად საჭიროებს სკოლა ინფრასტრუქტურულ ცვლილებებს და ძალიან გვიხარია რომ მალე ახალი სკოლა გვექნება.


კომენტარები


ეტალონი

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

„ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი დაიწყო - ოლიმპიადები სამ საგანში იმართება

ონლაინ ჩემპიონატში II-XI კლასების მოსწავლეებს შეეძლებათ მონაწილეობა

სიახლეები

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ნინო წერეთელი

სამინისტრომ ტრენინგების ჩატარება უზრუნველყოს საჯარო სკოლების ადმინისტრაციის წარმომადგენლებისა და მასწავლებლებისთვის

აბიტურიენტებს კვირას სამებაში დალოცავენ - საპატრიარქოს განცხადება

3 მთავარი ცვლილება ზოგადი განათლების კანონში - სიახლეები დირექტორებს, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს ეხება

პიროვნება

„ნუთუ, ჩვენ ფრენა შეგვეძლება?” - ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის პედაგოგი ანა ჩხეტია მოსწავლის მიერ დასმულ სახალისო კითხვებს იხსენებს

„მოსწავლეების მეხსიერებაში, ყველაზე დიდხანს  შემოქმედებითი გაკვეთილი რჩება“ - დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის მასწავლებელი ნატო ნანავა

„მოსწავლის მეხსიერებაში, უფრო დიდხანს რჩება ის გაკვეთილები, რომელიც მისთვის საინტერესო და შთამბეჭდავია“

„მხიარული მომენტია როცა ყველა ცდილობს ჩანთებიდან თავიანთი „ძვირფასი ნივთების“ მაგიდაზე დალაგებას“

სკოლები
„შემდგომ წარმატებებს ვუსურვებთ მოსწავლეებსაც და მასწავლებლებსაც“
 

მოსწავლეებმა დამრიგებელი სიამაყით აღევსეს, მშობლებს კი დაუვიწყარი ემოციები აჩუქეს

 

საინტერესო

თუ ძებნას ივლისში ან აგვისტოს პირველ ნახევარში დაიწყებთ, არჩევანი უფრო ფართო იქნება

პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს

ჯოზეფი იცნობს ბერძნულ ანბანს და ამჟამად, სწავლობს მორზეს კოდს და პერიოდულ სისტემას

სიახლეები
საზოგადოება