სიახლეები
სიახლეები, პიროვნება, ინტერვიუ

„უნდა შეგვეძლოს ბავშვების მოსმენა“ - ნანული დიდმანიძე, ბათუმის N25 საჯარო სკოლის დირექტორი
17-10-2022
-
+


წლებია ბათუმის N25 საჯარო სკოლას ხელმძღვანელობს, თუმცა კარიერა მასწავლებლობით დაიწყო - წლების წინ, მშობლიურ, ხელვაჩაურის N1 საჯარო სკოლას ფრანგული ენისა და ლიტერატურის პედაგოგად დაუბრუნდა და მას შემდეგ, ხელმძღვანელობამდე საკმაოდ დიდი მანძილი განვლო. დღეს ნანული დიდმანიძე ბათუმის N25 საჯარო სკოლის წარმატებული ხელმძღვანელია, თუმცა etaloni.ge-ს უმხელს, რომ პედაგოგიური საზოგადოების, პროფესიონალი და ბავშვებზე მუდმივად მზრუნველი კოლექტივის გარეშე, წარმატება წარმოუდგენელი იქნებოდა.

- სანამ დირექტორი გავხდებოდი, ფრანგული ენისა და ლიტერატურის  პედაგოგად დავიწყე მუშაობა მშობლიურ სკოლაში, ხელვაჩაურის N1-ში; შემდეგ დავინიშნე დირექტორის მეორე, ერთი წლის შემდეგ კი - პირველ მოადგილედ.

- რთულია, საკუთრ თავზე ამხელა პასუხისმგებლობის აღება, ქალბატონო ნანული?


- მიუხედავად იმისა, რომ გაცნობიერებული მქონდა, რამხელა პასუხისმგებლობა მეკისრებოდა, ყველა ნიუანსი სწავლების პროცესში მეტად გამოიკვეთა, მით უმეტეს, რომ მშობლიურ სკოლაში, ჩემს პედაგოგებთან მიწევდა მუშაობა - ადრე თუ ისინი იყვნენ ჩემთვის, ახლა მე უნდა ვყოფილიყავი მათთვის მისაბაძი მაგალითი.

2007 წელს გავიარე ტესტირება, გასაუბრება და ლოტოტრონით ამირჩიეს მაშინდელი კახაბრის N1, ახლანდელი ბათუმის N25 საჯარო სკოლის დირექტორად. 6 წლის შემდეგ კვლავ გავედი დირექტორობის გამოცდაზე და წარმატებით ჩაბარების შემდეგ მეორე ვადით ამირჩიეს სკოლის დირექტორად.

- თქვენი აზრით, რა არის წარმატებული სკოლის მთავარი ფაქტორი - კარგი დირექტორი თუ კარგი პედაგოგიური საზოგადოება?

- ვთქვათ სიმართლე - მხოლოდ კარგი დირექტორი ვერაფერს იზამს, რომ არა კარგი, ძლიერი პედაგოგიური საზოგადოება.

- ალბათ, სწორედ ძლიერი პედაგოგიური საზოგადოების დამსახურებით, თქვენი სკოლა სამინისტროს მიერ შეთავაზებულ სიახლეებსაც მომზადებული შეხვდა...

- უდავოდ! ჩვენმა სკოლამაც აუწყო ფეხი სიახლეებს, რომლებიც შესთავაზა სამინისტრომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს. უნდა აღვნიშნო, რომ მშობლებს ძალიან გაუხარდათ ჭადრაკის სწავლება, მოსწავლეებისთვის კი საინტერესო და სასიამოვნო სიახლე იყო საქართველოს ისტორიის ცალკე საგნად გამოყოფა, ასევე პროექტებით სწავლება მუსიკაში (ხელოვნებაში).

- ქალბატონო ნანული, ზოგად ჭრილში რომ განვიხილოთ - რამდენად მნიშვნელოვანია, სკოლამ, დირექტორთან ერთად, ფეხი აუწყოს თანამედროვეობის მოთხოვნებს?

- ეს აუცილებელია... ყველამ უნდა გავიაზროთ, რომ ერთი წუთითაც არ გვაქვს მოდუნების უფლება.

- მით უმეტეს, ახლახან გამოქვეყნდა დირექტორების ახალი სტანდარტი... თუ მოგწონთ დოკუმენტი?

- ახალი სტანდარტის მიხედვით მნიშვნელოვანია დირექტორის როლი, ფუნქცია. რას უნდა ითვალისწინებდეს დირექტორი სკოლის მართვაში, რა კომპონენტებს უნდა მოიცავდეს, როგორც ლიდერი; როგორ უნდა ავითარებდეს სასკოლო კულტურას სასკოლო საზოგადოებასთან ერთად და როგორ უნდა უზრუნველყოს მართვა სკოლის სასურველი შედეგის მისაღებად... 

- ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ასევე, სტანდარტი ერთ-ერთი წინაპირობაა დირექტორთა გამოცდებისა... თუ აპირებთ მონაწილეობას და ზოგადად, უნდა არსებობდეს თუ არა სკოლის ხელმძღვანელთა გამოცდები?

 - ვფიქრობ, სკოლის ხელმძღვანელთა გამოცდები უნდა ჩატარდეს.

- ამ ფონზე, რითაა გამორჩეული თქვენი სკოლა?

- ჩვენი სკოლა გამორჩეულია მოტივირებული მასწავლებლებითა და პოზიტიური სასწავლო  გარემოთი, რაც ბუნებრივია აისახება მოსწავლეთა სწავლის ხარისხზე. მოსწავლის მხარდაჭერა და სწავლის ხარისხის გაუმჯობესება არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი. როგორც უკვე აღვნიშნე, გვყავს მოტივირებული მასწავლებლები. ისინი აქტიურად ერთვებიან სიახლეებში, 2020 წლიდან სკოლა ჩაერთო „ახალი სკოლის პროექტში“, შევადგინეთ კურიკულუმები, განვახორციელეთ კომპლექსური დავალებები. მასწავლებლები აქტიურად ესწრებიან ტრენინგებს სხვადასხვა მიმართულებით და გეგმავენ საინტერესო გაკვეთილებს. 

- და როგორც ლიდერი, რას ურჩევდით პედაგოგებს, მოსწავლეებთან ურთიერთობისას?
 
- ჩვენ მაგალითი ვართ მოსწავლეებისთვის, ხშირად უფროსების ქცევას ყურადღებით აკვირდებიან. აუცილებელია, მოსწავლეებს შეუქმნან პოზიტიური გარემო, ბავშვებს უყვართ შექება, წახალისება. დავინახოთ და აღვნიშნოთ მათი დადებითი მხარეები, ისინი ხომ ჩამოყალიბების პროცესში არიან. 

- სკოლამ ურთიერთობები მშობლებთანაც უნდა დაარეგულიროს , რაც დაგვეთანხმეთ, არცთუ მარტივია...
 
- სკოლისა და მშობლის ურთიერთობა უნდა იყოს თანამშრომლობითი. ბავშვები დიდ დროს ატარებენ მასწავლებლებთან, ამიტომ დიდია და აუცილებელი ჩვენი ჩართულობა. ჩვენ მშობლებთან ერთად უნდა ვასწავლოთ მეგობრობა, ტოლერანტობის ფასეულობები. ჩვენი მოვალეობა არ არის მხოლოდ  საგნის სწავლა, უნდა ვასწავლოთ ერთმანეთთან ურთიერთობა, რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ერთმანეთის მიმართ არამეგობრულ დამოკიდებულებას, ის ღირებულებები უნარ-ჩვევები, რითაც ცხოვრებას ისწავლიან... კიდევ განვმეორდები - მნიშვნელოვანია მასწავლებლებისა და მშობლების თანამშრომლობა

- ქალბატონო ნანული, გასულ სასწავლო წელს, სადიაგნოსტიკო ტესტირება უნდა ჩატარებულიყო, თუმცა გადაიდო; თქვენი აზრით, უნდა ჩატარდეს თუ არა სადიაგნოსტიკო ტესტირება და რა შედეგებს ელით მოსწავლეებისგან?
 
- უნდა ჩატარდეს... სადიაგნოსტიკო ტესტირება დაგვეხმარება მოსწავლის მიღწევების  განსაზღვრასა და შემდეგი საჭირო აქტივობების დაგეგმვაში. პანდემიური პერიოდების შემდეგი  დანაკარგების მიუხედავად, ვფიქრობ, კარგი შედეგი გვექნება.

- საატესტატო გამოცდების დაბრუნებასაც ხომ არ ემხრობით - ასე უკეთ გავიგებდით მოსწავლეთა განათლების ხარისხს?

- ვფიქრობ, საატესტატო გამოცდები არ უნდა დაბრუნდეს... ის არ იყო საზომი მოსწავლეთა განათლების ხარისხისა - საგამოცდო კითხვები ამოწმებდა მხოლოდ დაზეპირებულ ცოდნას. 

ზოგადად კი მინდა ერთ საკითხზე გავამახვილო ყურადღება - არ უნდა დაგვავიწყდეს, თითოეული ბავშვი განსხვავებულია. ჩვენ უნდა ვიპოვოთ მშობლებთან ერთად სტრატეგია, რომ მოერგოს ბავშვის სიტუაციას. არა სიმკაცრე და  ყვირილი, არამედ მეგობრული ურთიერთობა. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ხმის ტონს. უნდა შეგვეძლოს ბავშვების მოსმენა და  მივცეთ შესაძლებლობა გამოთქვან საკუთარი მოსაზრება.


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
სიახლეები
ორ საგამოცდო საგანთან დაკავშირებით აბიტურიენტები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ
„ბაღმა ბავშვს უნდა მისცეს ხასიათი, ასწავლოს ბევრი კითხვის დასმა!“ - პედაგოგი და თერაპევტი ბარბარე მარგალიტაძე სკოლამდელი ასაკის განათლებაზე
ელექტრონული ჟურნალი გაითიშება - გაფრთხილება მასწავლებლებს
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
„ყველა საგანი უკავშირდება სხვა რომელიმე სფეროს და ინტეგრირება ხდება სხვადასხვა საგანთან“
 
კითხვები სპორტის სხვადასხვა სახეობებიდან მომზადდა
მოსწავლეებმა ყვავილები დარგეს, კედლის გაზეთი მოამზადეს და ადრე დარგული ნერგები მორწყეს
გარდა ამისა, მოსწავლეებმა თემატური ნამუშევრები შექმნეს, წიგნები წაიკითხეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
საინტერესო
„ბაღმა ბავშვს უნდა მისცეს ხასიათი, ასწავლოს ბევრი კითხვის დასმა!“ - პედაგოგი და თერაპევტი ბარბარე მარგალიტაძე სკოლამდელი ასაკის განათლებაზე
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება