სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„პედაგოგთა განვითარებით ხელს შევუწყობთ მასწავლებლის პროფესიის დაფასებას“ - მინისტრის მილოცვა
05-10-2022
-
+


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით პედაგოგებს მიმართავს და პროფესიულ დღეს ულოცავს.

„ძვირფასო პედაგოგებო, მინდა, თითოეულ თქვენგანს გულითადად მოგილოცოთ მასწავლებლის საერთაშორისო დღე!
მოხარული ვარ, რომ ყოველ წელს აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით საქართველოში არაერთი მასშტაბური ღონისძიება იმართება, რომელიც მასწავლებლის პროფესიის დაფასებასა და მხარდაჭერას ისახავს მიზნად.

მასწავლებლობა ოდითგანვე წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ღირებულ და საპასუხისმგებლო პროფესიას, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის უკეთესი მომავლის უზრუნველყოფის საქმეში გადამწყვეტ როლს ასრულებს.

თითოეული მასწავლებლის ფასდაუდებელი შრომის შედეგია, რომ დღეს გვყავს წარმატებული ახალგაზრდები, რომლებიც საერთაშორისო ასპარეზზე წარმოაჩენენ საქართველოს. მჯერა, სწორედ თქვენი პროფესიონალიზმითა და შემართებით, ჩვენს ქვეყანაში კიდევ მრავალი სასახელო, განათლებული თაობა აღიზრდება, რაც ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და წინსვლის მყარ საფუძველს შექმნის.

დარწმუნებული ვარ, პედაგოგთა პროფესიული განვითარების უზრუნველყოფით და მათთვის მხარდამჭერი პროგრამების განხორციელებით კიდევ უფრო მეტად შევუწყობთ ხელს მასწავლებლის პროფესიის დაფასებასა და პრესტიჟის გაზრდას. ამას მოწმობს ისიც, რომ დღეს არაერთი ახალგაზრდა გამოთქვამს სურვილს, დაეუფლოს მასწავლებლის პროფესიას და საკუთარი წვლილი შეიტანოს მომავალი თაობის აღზრდისა და განათლების საქმეში.

კიდევ ერთხელ, გილოცავთ მასწავლებლის საერთაშორისო დღეს, მადლობას გიხდით, რომ ასე ერთგულად ემსახურებით ამ უაღრესად მნიშვნელოვან პროფესიას. თითოეულ თქვენგანს წარმატებებს, წინსვლას და კეთილდღეობას გისურვებთ!“

მასწავლებლის საერთაშორისო დღე იუნესკოს ეგიდით მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში 1994 წლიდან აღინიშნება. ამ დღის დაწესების მთავარ მიზანს მასწავლებლის პროფესიის მხარდაჭერა და პედაგოგთა შრომის დაფასება წარმოადგენს.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება