სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

კურიკულუმის განვითარების ინსტრუქცია პედაგოგებისთვის - სამინისტრო განმარტავს
28-09-2022
-
+


განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მასწავლებლებისთვის განმარტავს, თუ როგორ უნდა მოხდეს კურიკულუმის განვითარება სასწავლო პროცესში.

დოკუმენტის ფარგლებში განისაზღვრება, თუ რა საგნობრივ საკითხებს, დავალებებს, თემებს, ფორმალური და არაფორმალური განათლების აქტივობებს, ძირითად და დამატებით რესურსებს, შეფასების ინსტრუმენტებს სთავაზობს სკოლა საკუთარ მოსწავლეებს პიროვნული განვითარებისთვის/ეროვნული სასწავლო გეგმის შედეგების მისაღწევად. გამომდინარე იქედან, რომ ყველა სკოლას განსხვავებული შესაძლებლობები და საჭიროებები აქვს, თითოეული სკოლის კურიკულუმი უნიკალურია.

სკოლები სამინისტროსგან იღებენ რესურსებსა და ინსტრუმენტებს სასკოლო კურიკულუმის შესაქმნელად; კერძოდ, მათ განათლების სამინისტრო სთავაზობს თემატურ მატრიცებისა და კომპლექსური დავალებების ნიმუშებს. მასწავლებლებმა ეს მასალა უნდა განიხილონ და საკუთარი სკოლის საჭიროებებს მოარგონ.

რატომ სჭირდება სკოლებსა და მასწავლებლებს სასკოლო კურიკულუმის შექმნა და განვითარება? თითოეული სკოლა ყოველწლიურად ქმნის უნიკალურ პრაქტიკას, რომლის აღნუსხვასაც პედაგოგები, როგორც წესი, განსაკუთრებულ ყურადღებას არ აქცევენ. მათი ჩანიშვნის შემთხვევაში შეიძლება შეიქმნას რესურსი, რომელიც მომდევნო წელს დიდ დახმარებას გაუწევს მათ სწავლა-სწავლების პროცესში. სასკოლო კურიკულუმი რეალურ საგაკვეთილო პროცესში ქმედითუნარიანი, დასამახსოვრებელი აქტივობების აღნუსხვას გულისხმობს. აქ არ იწერება გაკვეთილის  გეგმები და სცენარები (პასუხი შეკითხვაზე - რა აქტივობებს განვახორციელებ მომავალში?), აქ მასწავლებლები ინიშნავენ და ერთმანეთს უზიარებენ:

• კომპლექსური დავალებების (შუალედური მიზნების) მოდიფიცირებულ ვარიანტებს, რომლებიც მათი მოსწავლეებისთვის გამოდგა უფრო აღქმადი და საინტერესო;

• დამატებით რესურსებს, რომლებიც მოსწავლეებს კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის პროცესში გამოადგათ;

• შეკითხვებს, აქტივობებს, რომლებმაც მოსწავლეებს ხელი შეუწყო სასწავლო მასალის გააზრებასა და ახალი ცოდნის შეძენაში.

დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება