სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

დაშვებულია თუ არა, რომ დაწყებით კლასებს ყველა საგანს სხვადასხვა მასწავლებელი ასწავლიდეს?
02-10-2022
-
+


წლების განმავლობაში დაწყებით კლასებს  ერთი პედაგოგი ხელმძღვანელობდა, რომელიც მოსწავლეებს ყველა საგანს ასწავლიდა გარდა უცხოური ენისა, თუმცა ბოლო წლების განმავლობაში, ზოგიერთ სკოლაში სიტუაცია შეიცვალა და დაწყებით კლასებს ყველა საგანს სხვადასხვა მასწავლებელი ასწავლის.

დაწყებით კლასებში რამდენიმე პედაგოგის შესვლა, ერთი მხრივ, კომბინირებული გამოცდის სირთულემ გამოიწვია. მოგეხსენებათ, მასწავლებელთა გამოცდაზე დაწყებითის (I-IV) მიმართულებით 3 საგანი: ქართულ ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ასევე  ბუნებისმეტყველება ბარდება. კომბინირებული ტესტი პედაგოგისგან სამივე საგნის ცოდნას მოითხოვს. საგამოცდო დრო კი, როგორც თავად მასწავლებლები აღნიშნავენ, ცოტაა. ამის გამო დაწყებითი კლასების მასწავლებლების ნაწილს კომბინირებულის ნაცვლად ერთი საგნის გამოცდა აქვს ჩაბარებული (მხოლოდ ქართული ენა და ლიტერატურა, მხოლოდ მათემატიკა ან მხოლოდ ბუნებისმეტყველება).

მასწავლებლები, რომლებსაც ერთი საგანი აქვთ ჩაბარებული, დაწყებით კლასში რამდენიმე საგნის სწავლებისთვის სტატუსის დანამატს ვერ მიიღებს, ასეთი პედაგოგები, სტატუსის დანამატის მისაღებად, იმ საგანში, რომელშიც კომპეტენცია დაადასტურეს, კვირაში არანაკლებ 15 გაკვეთილს უნდა ატარებდნენ. სწორედ ამიტომ, სკოლების ნაწილმა დაწყებით კლასებშიც სხვადასხვა საგნის საათები სხვადასხვა პედაგოგს გაუნაწილა.

დაშვებულია თუ არა, რომ დაწყებით კლასებს ყველა საგანს სხვადასხვა მასწავლებელი ასწავლიდეს?

ამის აკრძალვა არ არსებობს, თუმცა ახალ ეროვნულ სასწავლო გეგმაში აღნიშნულია, რომ სასურველია, დაწყებით საფეხურზე სხვადასხვა საგანს ერთი და იგივე მასწავლებელი ასწავლიდეს.

„დაწყებით საფეხურზე საგნებს შორის ინტეგრაციის ხარისხი გაცილებით მაღალი უნდა იყოს, ვიდრე საბაზო და საშუალო საფეხურებზე, სადაც საგნები უფრო სპეციალიზებულად ისწავლება. რეკომენდებულია, დაწყებით საფეხურზე სხვადასხვა საგანს ერთი და იგივე მასწავლებელი ასწავლიდეს“, - წერია დოკუმენტში.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის პირობები

მე-9 და მე-10 კლასების მოსწავლეთა საყურადღებოდ - საბაზო განათლების ატესტატების გაცემა დაიწყო

გამოქვეყნდა ინგლისური, ფრანგული, გერმანული, რუსული, იტალიური და ქართული ენის გამოცდაზე გამოყენებული ტესტები

საყოველთაო რეგისტრაცია დაიწყო - რა ასაკის ბავშვებს მიიღებენ ბაღები

პიროვნება

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

კონფერენციის ფარგლებში პედაგოგებმა ერთმანეთს გაუზიარეს ის გამოცდილება, რომელიც ყოველდღიურ პრაქტიკაში უკვე წარმატებით გამოცადეს
 

„ჯეო სქაი“ იწყებს ინსტიტუციური განვითარების ახალ, უმნიშვნელოვანეს ეტაპს

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება