სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

კვალიფიციური სპეციალისტების დეფიციტის აღმოსაფხვრელად თემატური მოკვლევა დაიწყება
29-09-2022
-
+


„ბაზრის მოთხოვნაზე მორგებული განათლების ხელმისაწვდომობა თანამედროვე აგრარული და გარემოსდაცვითი მიმართულებით“ თემატური მოკვლევა იწყება. პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ინფორმაციით, მოკვლევაში მონაიწლეობას სამი კომიტეტი მიიღებს განათლების, გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების, აგრარულ საკითხთა.

სხდომაზე პარლამენტის წევრმა გიორგი ცაგარეიშვილმა განაცხადა, რომ თემატური მოკვლევის მიზანს იმ გარემოებების დეტალური შესწავლა წარმოადგენს, რომლებიც სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სექტორში ადამიანური რესურსების დეფიციტს იწვევს.


მისივე თქმით, უამრავი პროფესიაა, სადაც თაობათა შორის არის წყვეტა და აუცილებელია ამ პრობლემის დროულად აღმოფხვრა.

„კვლევის მიზანს წარმოადგენს უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში აგრარული და გარემოსდაცვითი მიმართულებების პოტენციალის და ბაზარზე არსებული მოთხოვნების შესწავლა, იმ ძირითადი გამოწვევების იდენტიფიცირება, რომლებიც აღნიშნული მიმართულებით კვალიფიციური სპეციალისტების ხელმისაწვდომობის პრობლემებს განაპირობებს“, - განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება