სიახლეები
სკოლები

დუმასტურის საჯარო სკოლის მოსწავლე დიანა მაჩალიკაშვილი „ახმეტის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის იბრძოლებს
22-09-2022
-
+


ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუმასტურის საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ. მათ „ეტალონის“ სპეციალური სახელობითი ონლაინ სიგელები გადაეცათ.

დისტანციური კონკურსის პირველ ეტაპში სკოლიდან 4 მოსწავლე მონაწილეობდა, მათგან შემდეგ ეტაპზე დიანა მაჩალიკაშვილი გადავიდა. ის „ახმეტის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის იბრძოლებს.

ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსწავლეებისთვის კონკურსის პირველი ეტაპი 21 სექტემბერს ჩატარდა. ინტელექტუალურ შეჯიბრში ახმეტის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.

კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩნენ მოსწავლეები, რომლებიც ერთმანეთს მეორე ეტაპზე მუნიციპალიტეტების მიხედვით „ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრებიან. კონკურსის II ეტაპი 23 სექტემბერს 10:00 საათიდან 16:00 საათამდე ასევე დისტანციურ რეჟიმში გაიმართება. 

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით დისტანციურ რეჟიმში გრძელდება.

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ დისტანციური ფორმატის მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, მოტიცავია-წახალისება და ამ მიზნით თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება.


კომენტარები


ეტალონი

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

სიახლეები

სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეს გამარჯვებას ულოცავენ და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ

მოსალოდნელია დიდთოვლობა, ქარბუქი, ლიპყინული... - სააგენტოს გაფრთხილება

პრემიერის თქმით, 2026-2027 სასწავლო წლისთვის ტექნიკური უნივერისტეტი პროგრამების ნაწილზე მიღებას არ გამოაცხადებს - დეტალები

პედაგოგები, კვირაში ორჯერ, ვებინარებს დაესწრებიან - მასწავლებლის სახლი ინფორმაციას ავრცელებს

2026 წელს ორი კლასი ერთად დაასრულებს საფეხურს - რომელ მოსწავლეებს ეხებათ ცვლილება

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორღულის საჯარო სკოლის დირექტორი მელანია ჩხიტუნიძე პასუხობს

 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პედაგოგი მოსწავლეებს წიგნის კითხვის მნიშვნელობაზე ესაუბრა და შეახსენა, რომ წიგნი ჩვენი საუკეთესო მეგობარია

საინტერესო

პირველი ქვეყანა, რომელმაც 16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალური მედიის გამოყენება აკრძალა

შესვენების დროს მთავარი წესი ტექნოლოგიებისგან სრული გამოთიშვაა

სიახლეები
საზოგადოება