სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ძნელია შეეგუო, რომ შენი ღიმილი ვეღარ გაანათებს საკლასო ოთახს“-სკოლა „ჰელიოსი“ ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპულ მოსწავლეს ემშვიდობება
20-11-2026
-
+


კერძო სკოლა „ჰელიოსში“ გლოვაა. გუშინ, ქვემო ფონიჭალაში მომხდარ უმძიმეს ტრაგედიას „ჰელიოსის“ პირველი კლასის მოსწავლე არიანა რისტიჩი და მისი დედა ვერონიკა რისტიჩი ემსხვერპლნენ. სასკოლო საზოგადოების თითოეული წევრი თაზარდაცემულია ამ უდიდესი ტრაგედიის გამო და დიდ გულისტკივილს გამოთქვამს. სკოლა ასევე უსამძიმრებს ყველა დაღუპულის ოჯახსა და ახლობლებს. 

„ღრმა მწუხარებითა და გულისტკივილით ვემშვიდობებით ჩვენი სკოლის პირველი კლასის მოსწავლეს, პატარა არიანა რისტიჩსა და მის დედას…

ტრაგედიამ წაგვართვა პატარა სიცოცხლე, ბავშვობა, მომავალი და დედა-შვილის განუყოფელი სიყვარული. სიტყვები უძლურია იმ ტკივილის გამოსახატავად, რომელსაც ამ უმძიმეს წუთებში ვგრძნობთ.

არიანა, შენ ჩვენი სკოლის პატარა წევრი იყავი და მუდამ დარჩები ჩვენს გულებში. ძნელია შეეგუო იმას, რომ შენი ბავშვური ღიმილი ვეღარ გაანათებს საკლასო ოთახს…

„ჰელიოსის“ სახელით, გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ ოჯახს, ახლობლებსა და ყველას, ვისთვისაც არიანა და მისი დედა ძვირფასი იყვნენ.

ნათელში იყოს მათი სულები.

უფალმა სასუფეველი დაუმკვიდროს მათ, ხოლო ახლობლებს მისცეს ძალა ამ ენით აუწერელი ტკივილის გასაძლებად.

ასევე, გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ ყველა დაღუპულის ოჯახს, ახლობლებსა და სრულიად საქართველოს ამ უდიდესი ტრაგედიის გამო. ვიზიარებთ თითოეული ოჯახის აუტანელ ტკივილს“,- ვკითხულობთ სკოლის გავრცელებულ სამძიმრის წერილში. 

გუშინ, თბილისში, ქვემო ფონიჭალაში კორპუსში მომხადრ აფეთქებას და ამით გამოწვეულ ნგრევას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

etaloni.ge -ს გუნდის სახელით ვუსამძიმრებთ სკოლა „ჰელიოსს“, ყველა დაღუპულის ოჯახსა და სრულიად საქართველოს. 


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

ორშაბათს სწავლა არ იქნება - საქართველოს საჯარო სკოლები და ბაღები ისვენებენ

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

22 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა - მთავრობის გადაწყვეტილებით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვება.

2026 წლის მასწავლებელთა გამოცდაზაზე გამოყენებული ყველა ტესტი

საბავშვო ბაღებში სათამაშოების რეცხვისა და დეზინფიცირების სიხშირე კანონით არის დადგენილი

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები
საინტერესო

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება