| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ბაღდათის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ აქტიურად ჩაერთნენ.
სკოლის თვრამეტმა მოსწავლემ: ნინო თოლორდავამ, ლიუდმილა კბილაშვილმა, მარიამ რობაქიძემ, ნინო სიჭინავამ, გიორგი მსხვილიძემ, ანა გიორგაძემ, მარიამ გორგოძე, ამირან ნერგაძემ, ჯუმბერ მინაძემ, ნია მაჩიტაძე, ინგა მშვილდაძემ, ხათუნა კბილაშვილმა, თამარი ჩხეიძემ, ლიზი კოხოძემ, მართა მსხვილიძემ, ლიზი ებანოიძე, საბა ავალიანმა და გიორგი ჭრელაშვილმა დისტანციური კონკურსის I ეტაპზე იასპარეზეს და „ეტალონის“ ონლაინ სიგელები დაიმსახურეს.
აღსანიშნავია, რომ ბაღდათის მუნიციპალიტეტის დისტანციური კონკურსის ყველა მონაწილეს „ეტალონის“ სპეციალური სახელობითი ონლაინ სიგელები გადაეცა.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის მოსწავლეებისთვის კონკურსის პირველი ეტაპი 21 სექტემბერს ჩატარდა. ინტელექტუალურ შეჯიბრში ბაღდათის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.
კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩნენ მოსწავლეები, რომლებიც ერთმანეთს მეორე ეტაპზე მუნიციპალიტეტების მიხედვით „ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრებიან. კონკურსის II ეტაპი 23 სექტემბერს 10:00 საათიდან 16:00 საათამდე ასევე დისტანციურ რეჟიმში გაიმართება.
საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით დისტანციურ რეჟიმში გრძელდება.
საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ დისტანციური ფორმატის მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, მოტიცავია-წახალისება და ამ მიზნით თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში